“რა ამბავი აუტეხავთ… კი, ძალიან უწყინარია 5000 ლარიანი ჯარიმა იმ მავნებლობასთან შედარებით [რასაც აკეთებენ]” – ნინო წილოსანი

|

Loading

ნინო წილოსანი

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი ნინო წი­ლო­სა­ნი ეხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს, რო­მე­ლიც მის გუ­შინ­დელ ფეისბუქ-პოსტს მოჰ­ყვა.

“რა ამ­ბა­ვი აუ­ტე­ხავთ… კი, ძა­ლი­ან უწყი­ნა­რია 5000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა იმ მავ­ნებ­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აკე­თებს აგენ­ტუ­რა, მით უმე­ტეს როცა ამ 5000 ლარ­საც პატ­რო­ნე­ბი უხ­დი­ან!“ – წერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.

გუ­შინდელ პოს­ტში წი­ლო­სან­მა ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებული ონისე ცხადაძის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ე.წ. „სქრინი“ გააზიარა და 5 ათას ლა­რი­ან ჯა­რი­მას “უწყი­ნა­რი” უწო­და.

“სა­ხელ­მწი­ფოს გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე უწყი­ნა­რი ჯა­რი­მით რომ ის­ჯე­ბი­ან, იმის გაგ­რძე­ლე­ბაა. მათ დროს ცი­ხი­დან ცო­ცხლე­ბი ვერ გა­მო­დი­ოდ­ნენ…ახლა კი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ისეთ დო­ნე­ზე ავიყ­ვა­ნეთ, სა­პა­ტიმ­რო­ში ყოფ­ნას ასე აღ­წე­რენ” – წერ­და ნინო წი­ლო­სა­ნი.

რას ჩივი?