„პარიჟანკებიდან“ „გადარეულებამდე“… ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში „გადამეორებული გაკვეთილი“ 20 წლის შემდეგ

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | #1 სკოლის ვაჟებისა (2026) და გოგონების (2006) გუნდები

„აქა ამბავი ,,გადარეული” ტყუპებისა, მათი ძმებისა და ორი ფეოლასი, რომლებმაც ასახელეს სკოლა და ლანჩხუთი“ _ ვკითხულობთ ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის ფეისბუქ-გვერდზე.

ამ სკოლის ბიჭების გუნდმა ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ოლიმპიადა მოიგო და როგორც ითქვა, იგივე ეგიდის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

წაიკითხეთ: შევხვდებით მსოფლიოზე… ლანჩხუთის პირველი საქართველოს 2292 სკოლაში პირველია, საბა ცანავა _ საუკეთესო ფეხბურთელია!

შესაძლოა, ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ზუსტად 20 წლის წინ, პირველი სკოლის გოგონათა გუნდმა საქართველოს მასშტაბით სკოლბურთის ჩემპიონატი მოიგო და ფინალურ ეტაპზე სათამაშოდ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფებოდა.

ლანჩხუთელ გოგონებს მაშინ „პარიჟანკები“ შეარქვეს

საინტერესოა ის ფაქტი, რომ იმ გუნდის მწვრთნელიც თემურ გობრონიძე გახლდათ. ამჟამად მასთან ერთად მომუშავე კახა ურუშაძე ასევე იდგა ლანჩხუთში გოგონების ფეხბურთის ჩამოყალიბების სათავეებთან, იგი გახლდათ ექსპერიმენტული სარაგბო-საფეხბურთო გუნდის პირველი მწვრთნელი.

მოკლედ, 20 წლის შემდეგ, ისტორია განმეორდა _ პირველი ისევ პირველია…

ლანჩხუთი კიდევ ბევრჯერ გადარევს დუნიას!