ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის თორნიკე სურმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ორი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს [https://shorturl.at/7X9ZI]
გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტობუსი ახალგაზრდას მაშინ დაეჯახა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა.
„მანქანა გააჩერა და ეზოში შედიოდა. ავტობუსი დაეჯახა და მიატოვა“, _ უთხრა გამოცემას გარდაცვლილის თანასოფლელმა. მისივე თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს თორნიკე სურმანიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.