„მაგ დალოცვილებს ჯერ კანალიზაცია გაეკეთებინათ და მერე დაეგოთ გზა“ _ რა მდგომარეობაა თბილისის ქუჩაზე

|

Loading

თბილისის ქუჩა / ფოტო „გურია ნიუსი"

ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ გაზეთი „გურია ნიუსი“ წერს.

„საქმე ისაა, რომ დიდი ხანი არაა გასული, რაც თბილისის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, თუმცა ახლა იქაურობა ისევ გადათხრილია და შესაბამისად მოძრაობაც ნაწილობრივ შეფერხებული. ირკვევა, რომ ახლად რეაბილიტირებულ გზაზე ახლა საკანალიზაციო ჭების მოწესრიგება მიმდინარეობს და საამისოდ რამდენიმე ადგილზე ასფალტის ფენა ამოჭრეს” _ წერს გამოცემა.

„პროექტში ჯერ ასფალტირება წერია და შემდეგ _ საკანალიზაციო ჭების მოწესრიგება?“ _ კითხულობს საკრებულოს ყოფილი წევრი ნონა მურვანიძე.

სრულად სტატია წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/JvCCV

რას ჩივი?