ლანჩხუთისა და თელავის სტადიონებზე საუბრისას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ლანჩხუთის სტადიონისთვის განსაზღვრულია უეფას II კატეგორიის სტანდარტი, რაც ითვალისწინებს 2200-3000 მაყურებლის ტევადობას, თელავის სტადიონი კი იქნება III კატეგორიის, 4500 მაყურებელზე გათვლილი.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და განახლების მიმდინარე პროცესებზე. მინისტრის თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა რეგიონებში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა.


