„ლანჩხუთმა“ რეკორდი დაამყარა: სულაშვილის 1 და დანელიას 2 ჰეთ თრიკი, ბუხრიკიძემ იგივე პირველ ტაიმში შეძლო, ჯამში კი, 2 პოკერი გამოუვიდა… 22:0!

|

Loading

„ლანჩხუთის“ 22 გოლიდან 17 ამ ოთხეულმა გაიტანა

„ლანჩხუთმა“ აუტსაიდერი „რაჭა“ სარეკორდო ანგარიშით, 22:0 დაამარცხა. აქამდე ციცებს ერთ თამაშში არც ამდენი გაეტანათ და არც ასეთი სხვაობით მოუგიათ.

რა თქმა უნდა, ყველა გოლის აღწერით თავს არ შეგაწყენთ. თან გასათვალისწინებელია, რომ რაჭველებმა შეხვედრა 9 მოთამაშით ჩაატარეს და კარშიც მინდვრის მოთამაშე ედგათ…

6 გოლი გაიტანა ნათია დანელიამ _ გუნდისა და ქალთა ლიგის მთავარმა მეგოლემ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, მეორეში _ პოკერი. იგი ბომბარდირთა სიას 31 გოლით ლიდერობს.

მისი უახლოესი მდევარი თანაგუნდელი ნინო ბუხრიკიძეა, 21 გატანილი გოლით. დღეს მან ორი ჰეთ თრიკის შესრულება პირველად ტაიმში მოახერხა, ჯამში კი, ორი პოკერი გამოუვიდა, ანუ 8 გოლი გაიტანა.

ამჯერადაც არ უთამაშია კოლუმბიელ გაბრიელა კამარგოს, რომელიც თამაშიდან უგოლოდ არ გადიოდა და ტრავმის გამო, ბევრი თამაში რომ არ ჩაეგდო, მეგოლეთა სამეულეში მხოლოდ „გურული ციცები“ იქნებოდნენ.

„ლანჩხუთმა“ „ნიკე-ლუსოსთან“ ბურთების სხვაობა შეამცირა

გოლების გატანას განაგრძნობს ეთერ სულაშვილიც, რომელმაც „რაჭას“ კარი 3-ჯერ აიღო. დუბლი ლიზი მწყერაშვილის ანგარიშზეა. თითო გაიტანეს ანი ცეცხლაძემ და ჰანა რასელმა, ერთიც საკუთარ კარში მეტოქის მოთამაშემ გაიტანა.

ლანჩხუთელებს პირველ ეტაპზე 2 შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი _ 23 ივნისს თბილისში „ვერეს“ ესტუმრებიან, ხოლო 28-ში _ გვიმბალაურში, ქუთაისის „მართვეს“ დაუხვდებიან.

19.06.2026 | გვიმბალაური, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი | ლანჩხუთი 22:0 რაჭა

1:0, 4:0 მწყერაშვილი (5′, 20′), 3:0, 13:0, 15:0, 17:0, 18:0, 21:0 დანელია (11′, 45′, 59′, 61′, 64′, 84′), 2:0, 5:0, 6:0, 7:0, 10:0, 12:0, 16:0, 20:0 ბუხრიკიძე (16′, 22′, 31′, 35′, 40′, 44′, 63′, 80′), 8:0, 19:0, 22:0 სულაშვილი (32′, 73′, 86′), 9:0 ცეცხლაძე (37′), 11:0 რასელი (42′), 14:0 მეტრეველი (49′, ს/კ).

ლანჩხუთი: თაბაგარი, ცეცხლაძე, ჩხარტიშვილი (46′ ნარსია), მურილო (46′ გუჯაბიძე), ფერეირა, რასელი, დანელია, პასიკაშვილი, ბუხრიკიძე, მწყერაშვილი, სულაშვილი.