„ლანჩხუთის” მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილოირლანდიური ,,კლიფტონვილი” იქნება, რომელმაც კოსოვოს ,,მიტროვიცა” 3-1 დაამარცხა.
ფინალური მატჩი 2 აგვისტოს კოსოვოს მთავარ ქალაქ პრიშტინაში გაიმართება და საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ამავე დღეს ყველა ჯგუფში ფინალური მატჩები გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადავლენ. „ლანჩხუთისა“ და „კლიფტონვილს“ შორის გამარჯვებული 27 აგვისტოს პოლტავას „ვორსკლას“ (უკრაინა) შეხვდება, ხოლო აქედან მოგებული 30 აგვისტოს, ლიტვის „გინტრასა“ და რუმინეთის „ფარულ კონსტანტას“ შორის უკეთესს გაეჯიბრება, დამარცხებულები მე-3 ადგილისთვის ითამაშებენ.
მეორე ეტაპზე გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის შემდეგ საკვალიფიკაციო რაუნდში გადადიან, მეორე ადგილზე გასულები ევროპის თასისთვის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან იბრძოლებენ, ხოლო მესამე ადგილოსნები იგივე გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვებიან.

„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გასვლას ზეიმობს (2020 წ.)
ცნობისთვის: ლანჩხუთის ქალთა გუნდი ყველაზე მეტჯერ (4-ჯერ) დაეუფლა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს და შესაბამისად, მეოთხედ ასპარეზობს ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე. 2020 წელს გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილმა გუნდმა სენსაცია მოახდინა და მთავარი ევროტურნირის ფინალურ ეტაპზე გავიდა, რაც არც მანამდე და არც მას შემდეგ, სხვა ქართულმა კლუბმა (მათ შორის, კაცების) ვერ მოახერხა.


