ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჯოჯუამ „კინგსი საქართველოს“ მათემატიკის კონკურში, ქვეყნის მასშტაბით, II ადგილი დაიკავა.

ნიკოლოზი „კინგსი საქართველოს“ დაჯილდოებაზე
მას ორგანიზატორებმა სიგელი და საჩუქარი გადასცეს.
ნიკოლოზს მათემატიკასა და უცხო ენაში აქამდეც ჰქონდა წარმატებები, როგორც „კინგსი საქართველოს“, ასევე „ევერესტის“ კონკურსებში, სადაც ოქროსმედალოსანი გახლდათ.
„გურია თუდეი“ ულოცავს ნიკოლოზ ჯოჯუას და წარმატებებს უსურვებს.