ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტში ჩიბათის, ნინოშვილის, აკეთის, ჯურუყვეთის, სუფსის, ჩოჩხათის, ნიგვზიანის და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრების რეაბილიტაციის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, რისთვისაც სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ჯამში 1 816 515 ლ დაიხარჯება.

ლანჩხუთის პირველი პირები სოფ. ნიგვზიანში სამუშაობის დათვალიერებისას
იმავე ინფორმაციის მიხედვით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა.