ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯურუყვეთში, შიდა გზის რეაბილიტაცია, რომელიც კომპანია ,,პალადამ” განახორციელა, დასრულდა. ამის შესახებ ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

სოფელ ჯურუყვეთის შიგა გზა ადრე და ახლა | ფოტო: მაკა სულაბერიძე
მერიისვე ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 182 636 ლარით დაფინანსდა.
სოფელ ჯურუყვეთში გზის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა.