„გურია თუდეის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2 დღით გაჩერებულია, ხოლო საბავშვო ბაღები სამი დღე დაისვენებენ.
შესაბამისად, სკოლები მუშაობას ოთხშაბათიდან, ხოლო ბაღები _ ხუთშაბათიდან განაახლებენ.
ლანჩხუთში რამდენიმე დღეა, თოვს, რამაც ქალაქსა და სოფლებში პრობლემები შექმნა. მართლია, არსებული ტექნიკა გზების გაწმენდაზე აქტიურად მუშაობს, მაგრამ ჯერ კიდევ მრავლად რჩება ქუჩები, მათ შორის სოფლების დამაკავშირებელი, რომლის გაწმენდაც ამ დროისთვის არ მომხდარა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ ხელისუფლება დაანონსებულ დიდთოვლობას მოუმზადებელი შეხვდა, ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ „ამხელა სტიქიასთან უცებ გამკლავება შეუძლებელია“ და „ადგილებზე მისვლა პრიორიტეტებით ხდება, იმ დროისთვის, სადაც ეს უფრო აუცილებელია“.