გურიის სკოლებს შორის ჩატარებულ სასკოლო იდეების კონკურსში ლანჩხუთის ორმა საჯარო სკოლამ მიაღწია წარმატებას და დაფინანსება მოიპოვა.
პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების _ დავით ჭყონიას, მარიანა გოროზიასა და სალომე ფირცხალაიშვილის სასკოლო იდეამ 1000 ევროს გრანტი დაიმსახურა. „დიდი მადლობა პროექტის წარმდგენ მოსწავლეთა გუნდს და ქალბატონ თამარ ჩიჩუას, თანამშრომლობისა და უდიდესი თანადგომისთვის“ _ ვკითხულობთ პირველი საჯარო სკოლის ფეისბუქ-გვერდზე.
ანალოგიურ საპრიზო თანხას მიიღებენ მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები _ ანასტასია დოლიძე და გიორგი აფხაზავა, მათ იდეა ეკოლოგიის მიმართულებით წარადგინეს. „ჩვენი სკოლის სიამაყე მოსწავლეები ხართ თქვენ, გილოცავთ, ჩემო ჭკვიანებო“ _ წერს სკოლის დირექტორი მაია ჯიმშელეიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი აფხაზავა და ანასტასია დოლიძე
გურიის საჯარო სკოლებს შორის კონკურსი CENN-ისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,მწვანე გურია-ადგილობრივი დემოკრატიისა და სკოლის განვითარების მხარდაჭერა” ფარგლებში, გერმანული ფონდის „Brot fur de weft“-ისა და ,,GlobaL PIaTForms”-ის მხარდაჭერით ჩატარდა.