საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან – კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
შეხვედრას გურიის რეგიონიდან გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერები _ პაატა კუნჭულია, ალექსანდრე სარიშვილი და მინდია ჟღერია ესწრებოდნენ.

გურიის გუბერნატორი გიორგი ღურჯუმელიძე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე
ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მერებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონებში მიმდინარე პროექტების კეთილსინდისიერად განხორციელების მნიშვნელობას და სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებს მიმდინარე სამუშაოების აქტიური კონტროლისკენ მოუწოდა. ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტების მერებს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.


