ლანჩხუთის მერიის წარმომადგენელი დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
სულ სუს-მა 9 მუნიციპალიტეტში, 14 საქმეზე 28 პირი დააკავა, მათგან 3 ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს“ _ აცხადებენ სუს-ში.
„გურია თუდეის“ ინფორმაციით, დაკავებული ლანჩხუთის მერის წარმომადგენელია (რწმუნებული) ერთ-ერთ სოფელში და ბრალდება ე.წ. დრაივის თემას ეხება. ჩვენ დეტალებს ვაზუსტებთ, რის შემდეგაც სტატია განახლდება.




