„ლანჩხუთელი გმირის ცოლის სტატუსით და 2 შვილით… თვითონ უფრო დიდ გმირად იქცა ობლებით დარჩენილი პატარა გოგო“

|

Loading

დათო რამიშვილი, ელენე როყვა შვილებთან ერთად

ლანჩხუთელი გმირის, დათო რამიშვილის მეუღლე ელენე როყვა გარდაიცვალა.

„27 წლიდან ებრძოდა ცხოვრებას!

გმირის ცოლის სტატუსით… ორი შვილით დარჩა და დამიჯერეთ, თვითონ უფრო დიდ გმირად იქცა ობლებით დარჩენილი პატარა გოგო…

რომ იცოდეთ რამდენი ჭირ-ვარამი გამოიარა, სასტიკად გაუბრაზდებოდით სიკვდილს…

იცით, როგორი გოგო წავიდა?!

ჩვენ სოფელში ოჯახები სადღეგრძელოებს სვამდნენ მის ქალობაზე! რამდეჯერ გამიგონია: _ აი, ელიკოს შეხედეთ _ ჩვენი სოფლის ღირსების ეტალონს!

დადიოდა თავაწეული, სუფთა სულით და სევდიანი თვალებით…

უბრალოდ, ელენე კი არ წავიდა _ საქართველოს გმირის გმირი ცოლი, ობლების გამზრდელი სამაგალითო დედა, დიდებული პედაგოგი და ღირსეული ქალი…

ის კი ამაყად წავიდა და შენ უნდა გრცხვენოდეს, სიკვდილო!!!“ _ ნაირა როყვას ამ სამწუხარო და ემოციურ წერილს ფეისბუქ-ჯგუფი „ღადარი“ ავრცელებს.

„გურია თუდეი“ დიდ გულისტკივილს გამოთქვამს ელენე როყვა-რამიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

რას ჩივი?