„ლანჩხუთელი გმირის ოჯახს ესაჭიროება უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა… მამათში თოვლის საფარმა 2,2 მეტრს მიაღწია“

|

Loading

გურიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

„აფხაზეთის ომის გმირის, დავით ღლონტის ოჯახს ესაჭიროება დახმარება. ჩემი ძმის ოჯახს ესაჭიროება დახმარება. თვითონ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა ეს დღეები… თოვლის საფარი მამათში 2.20 მ.-ს აღწევს, შიდა გზები ვერ გაიკვალა, რის გამოც ვერ შეძლო ეს დღეები სახლში მისვლა, დედასთან, მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან ბავშთან.” _ ინფორმაცია სოფელ მამათის ფეისბუქ-ჯგუფში ვრცელდება.

დილიდან გამოსულია მამათის ცენტრიდან (სახლისკენ) და ჯერ კიდევ ვერ მისულა. სახლი არის ცუდ მდგომარეობაში, თუნუქით დახურულია, თოვლი არ ცვივა სახურავიდან, ინგრევა, ახლო მეზობლებიც კი არ არის იმ დასახლებულ პუნქტში, თუმცა ვინც დარჩა, ისინიც ვერ გადაადგილდებიან… ბავშვები გამოყვანილია სახლიდან, თუმცა ვერ ხერხდება უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, მეც მამათში ვცხოვრობ, ჩემამდე მაინც რომ მოგვეყვანა, 2 მეტრზე მეტ თოვლში ფიზიკურად შეუძლებელია. რაც თოვს ეს დღეებია, საერთოდ ვერ მოხერხდა გზის გაწმენდა ამ კონკრეტულ უბნებში. გთხოვთ, თუ ამ პოსტს კითხულობთ და შეგიძლია დახმარება, უბრალოდ, გზა რომ იყოს გაწმენდილი, რადგან ადამიანების ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. აღარაა მიზეზების, ბრალდებების და დამშვიდების დრო. ძალიან ცუდი მდგომარეობაა!!! გთხოვთ დაგვეხმარეთ. ბავშვები რომ გადავიყვანოთ უსაფთხო ადგილზე, საკუთარი ძალებით ვეღარ ვმოქმედებთ!!! 577464406, თეონა ღლონტი“ _ ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, აცანა-აკეთი-მამათის მაჟორიტარის ემზარ თევდორაძის მიმართვა: „დაახლოებით 2 საათში გაიხსნება შუხუთი-აცანის მონაკვეთი. გააგრძელდება დღესვე მამათის მიმართულებით იმუშავებს მთელი ღამე. გზაშია ტექნიკა, რომელიც დაიწყებს გზის გაწმენდას შუხუთი-აკეთის მიმართულებით. მშვიდობას გისურვებთ“ _ წერს თევდორაძე.

რას ჩივი?