კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი და გოგლიჩიძე _ „გურია თუდეის“ ჟურნალისტის რჩეულები „სარბიელის“ ტრადიციულ გამოკითხვაში

|

Loading

„სარბიელი“, ხვიჩა კვარაცხელია და მთავარი პრიზი | www.leadersport.ge-ს ფოტოკოლაჟი

გაზეთმა „სარბიელმა“ ტრადიციული, ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტიანი გამოკითხვა ჩაატარა და გასული საფეხბურთო სეზონის საუკეთესოები დაასახელა. ტრადიციულად, სპორტის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებმა სამ-სამი რჩეული და ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი დაასახელეს.

პირველ ადგილზე ფრანგული პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გავიდა, მეორეზე _ საფრანგეთში დაბადებული და ახლა ესპანურ „ვილიარელში“ მოთამაშე „მიყვარს, მიყვარს ბომბარდირი“ გიორგი მიქაუტაძე, ხოლო მესამე ადგილი წინა გამოკითხვის გამარჯვებულს, ინგლისური „ლივერპულის“ კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს ხვდა წილად. ქართველი ჟურნალისტების გამოკითხვით, წინა სეზონის საუკეთესო დებიუტანტი საბა გოგლიჩიძეა, რომელიც იტალიური „უდინეზეს“ ღირსებას იცავს.

www.leadersport.ge-ს ფოტოკოლაჟი | 57-მა ჟურნალისტმა, მათ შორის მამუკა ქანთარიამ, საუკეთესო დებიუტანტად საბა გოგლიჩიძე დაასახელა

„სარბიელის“ წლევანდელ გამოკითხვაში 78 ჟურნალისტი მონაწილეობდა. „გურია თუდეის“ რედაქტორი მამუკა ქანთარია ახლა გურიას წარმოადგენს, ადრე კი „11X11“-სა და „ლელოს“ სახელით აძლევდა ხმას.

მისი რჩეულები, ისევე, როგორც წინა ორ გამოკითხვაში, ამჯერადაც ზუსტად ემთხვევა საბოლოო შედეგებს: კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი და გოგლიჩიძე.

შეგახსენებთ, რომ ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოცემა გამოკითხვას 1992-93 წლების სეზონიდან 2008 წლამდე ატარებდა, 10-წლიანი სამწუხარო პაუზის შემდეგ, 2018 წლიდან „ლიდერბეთის“ დახმარებით აღდგა და დღემდე მისი მხარდაჭერით ტარდება.

გამოკითხვის ისტორიისა და შედეგების შესახებ წაიკითხეთ სტატია: „კვარა – მინუს ერთი“

რას ჩივი?