4:0, 9:1, 7:0 და ისევ 4:0… ასეთი ანგარიშებით მოიგეს „ციცებმა“ 4 შეხვედრა. „ნიკე-ლუსოსთან“ 0:4 კოშმარიდან გუნდი მარტივად გამოვიდა და კვლავაც რჩება ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად.
ამჯერად თავი გაბრიელა კამარგომ და ნათია დანელიამ გამოიჩინეს _ ლეგიონერმა პირველ ტაიმში შეასრულა დუბლი, ხოლო ლიგის მთავარმა მეგოლემ ტაიმებში თითო გაიტანა.
ახლა დანელიას 9 გოლი აქვს გატანილი, კამარგოს _ 6. პირველი ქალთა ლიგაში ბომბარდირებს შორის თავშია, კოლუმბიელი _ მესამე.
ეს „თეთრიწყაროსთან“ გადადებული მესამე ტურის მატჩი გახლდათ, მომდევნო ტურში კი, გურულები „ბათუმს“ ხვდებიან.

სატურნირო ცხრილის მიხედვით, 5 აპრილს, ლანჩხუთი ცენტრალურ მატჩს უმასპინძლებს
აჭარული გუნდსაც 12 ქულა აქვს და მანაც მხოლოდ „ნიკე-ლუსოსთან“ წააგო წინა ტურში, შინ 0:2, რაშიც უნდა ითქვას, რომ გურული მსაჯის „დამსახურება“ გვარიანია _ ფიფას რანგში მომუშავე მზეკო შარაშენიძემ თბილისელებს უსამართლო გოლი ჩაუთვალა, როცა ხელით აშკარა თამაში ვერ დაინახა, ხოლო რას ნიშნავდა თანამსაჯის აწეული ალამი და რატომ არ გაუქმდა გოლი, გაუგებარი დარჩა.
გურულ-აჭარულ დაპირისპრებას თანაბარი ქულების გარდა ინტრიგას ისიც მატებს, რომ ბათუმელთა შემადგენლობაშია „ლანჩხუთის“ ლეგენდა ხატია ჭყონია…
მოკლედ, 5 აპრილს, გვიმბალაურში საინტერესო მატჩი გველოდება, რის შემდეგაც, საშობაო და სანაკრებო შესვენებებია.
01.04.2026 | გვიმბალაურის საფეხბურთო ცენტრი | ლანჩხუთი 4:0 თეთრიწყარო
1:0, 2:0 კამარგო (17′, 29′), 3:0, 4:0 დანელია (36′, 50′)
ლანჩხუთი: გაბელაია (46. თაბაგარი), ჩხარტიშვილი, რასელი, მატვეევა, ფერეირა, მურილო (46. ნარსია), პასიკაშვილი დანელია, სიჭინავა (46′ გუჯაბიძე), მწყერაშვილი, კამარგო (60. წულაია)





