„თუ ხელისუფლების მხარდასაჭერად აქტიურობ, ზუსტად ისევე დარჩები ყველაფრისგან შორს, როგორც – მე, მერე რა, რომ ამ შეხვედრებს, ფესტივალებს, საღამოებს სამინისტროები აფინანსებენ…“ _ ნინო მშვიდობაძე

|

Loading

ნინო მშვიდობაძე

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო მშვიდობაძე, რომელსაც გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული, სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის გამო ლიტერატურულ ფესტივალებზე არ იწვევენ.

„მერე რა, რომ ამ შეხვედრებს, ფესტივალებს, გაცვლით პროგრამებსა და საღამოებს სამინისტროები აფინანსებენ (აჭარაში – აჭარის კულტურის სამინისტრო)“ _ წერს საკრებულოს წევრი.

მისივე თქმით, სამაგიეროდ, პრივილეგირებულები არიან ოპოზიციის მხარდამჭერები.

„ესე იგი, როგორაა ახლა საქმე ამ ლიტწრეებში: თუ ხმაურობ, მაგრამ ოპოზიციისკენ ხარ ან საერთოდ არ ხმაურობ და სხვათა დასანახად, პოლიტიკურად ნეიტრალურს იჭერ (ანუ არც მწვადს წვავ და არც შამფურს) და ვითარების შესაბამისად მოქმედებ, მაშინ აუცილებლად მიგიწვევენ ყველა ლიტერატურულ ფესტივალზე, ყველა შეხვედრაზე და გაცვლით პროგრამებშიც კი. მაგრამ აი, თუ ხელისუფლების მხარდასაჭერად აქტიურობ, ზუსტად ისევე დარჩები ყველაფრისგან შორს, როგორც მე. არასერიოზული კაცისა არ იყოს: სულ კარგად ბრძანდებოდეთ რა“ _ აღნიშნავს ნინო მშვიდობაძე.

იგი ლიტერატურული კონკურსის მონაწილეებს მიმართავს: „ისე, ეს მწერალ-პოეტები რა მაგარი ხალხი ყოფილხართ: კი არ მოგწონთ ეს ხელისუფლება, მაგრამ ამ ხელისუფლების დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობთ, ამ შემთხვევაში რუსეთისკენ არ მივდივართ“.

ცნობისთვის: ნინო მშვიდობაძე 2021 წელს გახდა ლანჩხუთის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, წელს იგი მმართველმა პარტიამ სიაში მეშვიდე ნომრად შეიყვანა და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ახალი საკრებულოს წევრია.

რას ჩივი?