თბილისის დროით… მშობლიურ ლესის სკოლაში არსებული კლუბ „ფრანის“ წევრებმა მაგდა ჩხარტიშვილს ლამაზი შეხვედრა მოუწყვეს

|

Loading

მაგდა ჩხარტიშვილი და „ფრანის“ წევრები

ლესის საჯარო სკოლა, რომელიც ჩვენი გმირი ბიჭის, გიორგი ლომაძის სახელს ატარებს, არაერთმა კურსდამთავრებულმა ასახელა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეულია პროფესიით ექიმი, მაგრამ ამავე დროს პოეტი და შემოქმედი _ მაგდა ჩხარტიშვილი. მისი ჩანახატები უცხო არაა „გურია თუდეის“ მკითხველებისთვის. მაგდა უკვე ორი წიგნის ავტორია: ,,ონლაინ ბედნიერება“ და ,,თბილისის დროით“, რომელიც ახლახან დაიბეჭდა. ლექსებს ბავშვობიდან წერს. პირველი კრებულის გამოსვლისთანავე მოიპოვა მკითხველის კეთილგანწყობა. 

ლესის საჯარო სკოლის კლუბ ,,ფრანის“ წევრებმა (ხელმძღვანელი: ეკა სულაბერიძე) შეხვედრა მოუწყვეს თანამედროვე პოეტს. წაიკითხეს მისი ლექსები, შესრულდა ამავე ლექსებზე შექმნილი სიმღერები. საკუთარი ლექსები მაგდა ჩხარტიშვილმა დამსწრე საზოგადოებას თავადაც წაუკითხა. ,,ფრანის“ წევრებმა წარმატებები უსურვებს პოეტს და აღნიშნეს, რომ სამომავლოდ არაერთი საინტერესო ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ.

„დიდი პატივია ჩემს მშობლიურ სკოლაში სტუმრობა და თქვენთან შეხვედრა. მადლობა გულთბილი მიღებისთვის, მასპინძლობისთვის. მადლობა, რომ ასე შეიყვარეთ ჩემი პოეზია“ – აღნიშნა მაგდა ჩხარტიშვილმა.

[ასევე წაიკითხეთ: „…და ახლა, წლების მერე ვიპოვე, გულში გადამალული მაცხოვარი, შობის ღამეს რომ ყველას გულში იბადება!“ https://shorturl.at/owobn]

რას ჩივი?