“სამწუხარო ინციდენტი იყო, თუმცა სამწუხარო იმიტომ იყო კიდევ უფრო მეტად, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაცა უაზრო კითხვები დაგვისვა… რამდენიმე ადამიანის შეცდომამ, იმ ბევრ პოლიციელეში, თქვენ მოგცათ უფლება, რომ ყველანაირად არასწორი ადამიანები იდგეთ და კითხვებს გვისვამდეთ.” – უთხრა „ქართულიმ ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო წილოსანმა „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას, რომელსაც საპროტესტო აქციის დროს ნიღბიანი სამართალდამცველი სასტიკად გაუსწორდა.
ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარისა და ჟურნალისტის საუბარი პარლამენტის შენობის დერეფანში შედგა.