„ვინც ამის [თქმის] გამო „ნაციონალი“ დამიძახოთ, თქვენ მოგ…თ ყველას პატრონი“ _ ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი კოკათში არსებულ მდგომარეობაზე

|

Loading

სოფ. კოკათი, 24.02.2025

ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი, „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მარშანიშვილი სოციალურ ქსელში ვიდესო ავრცელებს სოფელ კოკათიდან (ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://shorturl.at/02Zjx

„მოგესალმებით სოფელ კოკათიდან, 2 მეტრზე მეტია თოვლის საფარი. გზა ჩვენ არ გვაქვს, შუქი ჩვენ არ გვაქვს, სახლები დასათოლია. ვინც ადგილზეა, კი თოლავენ, ვინც არაა, მეზობელთან რომ გადახვიდე, დაეხმარო, გზაზე ვერ გეივლი, იმხელა თოვლია. და გზაზე ტრაქტორს არ გოუვლია. მანქანა აგერ გამოთხრილი მყავს იმის გამო, რომ ტელეფონი დავტენო შით. შუქი არ ყოფილა 20 თებერვლის მერე. მას მერე თოვს და მე თუ ვიცოდი 8 თებერავლს, რომ 20 თებერვალს მერე თოვა იწყებოდა, ხელისუფლებამ არ იცოდა? მოუმზადებელი რომ შეხვდნენ… მარა კაცი არაა პატრონი სამწუხაროდ. არც ცენტრალური გზებია გაწმენდილი და არც ადგილობრივი. მოხუცებია სოფელში, ბავშვებია… აგერ კაცი დაბლა კოკათში ავადა, სიცხეებს ვერ უკლებენ, კაცი პატრონია არაა. რამოდენიმე სახლი ჩამტვრეულია ჩოჩხათის თემში, რომელიც მე ვიცი და რომელიც მე არ ვიცი, კიდე ვინ იცის, რამდენია. სამწუხარო რეალობაში ვართ, დაგვიკიდეს ბოლომდე ფეხებზე, რასაც ქვია… სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს, ვინც ამის გამო „ნაციონალი“ დამიძახოთ, თქვენ მო…ნთ ყველას პატრონი“ _ ამბობს მარშანიშვილი ვიდეოში.

ლანჩხუთის მერიაში აცხადებენ, რომ ტექნიკა მობილიზებულია, მაგრამ რიგ შემთხვევებში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ ახერხებს დროულად გადაადგილებას. მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი: „საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ: 599 111 437; 591 19 23 66; 577 39 83 22. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და გაგებით მოეკიდონ შექმნილ სიტუაციას“ _ აღნიშნულია მერიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

რას ჩივი?