ლანჩხუთელებს სოფიო ჩხაიძე ხშირად გვანებივრებს თავისი ემოციური ჩანახატებით.
„ამ ეკლესიას (ფიზიკურად) თავიდან ორი კაცი აშენებდა. მეგობრები იყვნენ. ერთი გარდაცვლილია (შოთა ხოფერია), მეორე ჩემი ოჯახის წევრი, იური ნაკაიძეა. ნელ-ნელა შენდებოდა საყდარი. ერთ დღეს, ჩემი პატარა ბიჭით გავიარე ამ გზაზე და ბაბუამისმა რატი ხარაჩოზე აიყვანა. სახურავამდე რაც სიმაღლე აქვს ეკლესიას, იმ სიმაღლიდან წერტილივით მოჩანდნენ ბაბუა-შვილიშვილი. რატი ხელს მიქნევდა შორიდან.
ისეთი ლამაზი სანახავია ასე შორიდან, ასე მაღლიდან, ასე სიხარულით, ასე უშიშრად რომ გეძახის შვილი დიდი სიმაღლიდან..
_ სოფო-დედა, აქ ვარ..
უფ, სასწაული განცდაა.
ეს ჩემი სოფლის ეკლესიაა.
გზის გასაყარზე დგას. ერთი გზა ჩემს სახლთან მიდის და პირიქით“ _ წერს სოფიო სოციალურ ქსელში.
ასევე წაიკითხეთ: ვისი სახელობისაა სოფელ ეწრის ახალი ტაძარი, რომელიც დღეს შემოქმედელმა ეპისკოპოსმა გახსნა https://shorturl.at/dqNcb


