გურული მორაგბე საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს _ დავით არობელიძემ „ვანთან“ კონტრაქტი გააფორმა!

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | დავით არიბელიძე და „ვანის“ ლოგო

დავით არობელიძე კარიერას ფრანგულ Rugby Club Vannes Officiel-ს შემადგენლობაში გააგრძელებს.

Freerugby_geo-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, გურულ მორაგბესა და ფრანგულ კლუბს შორის 2+1 კონტრაქტი გაფორმდა.

19 წლის მორაგბემ, რომელიც ოზურგეთის “არწივების” აღზრდილია, გასული სეზონი “არმიაში” გაატარა და სექტემბრიდან TOP 14-ის კლუბს შეუერთდება.

საფრანგეთის უმაღლესი ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

დავით არობელიძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახლდათ. იგი ხაზის მოთამაშეა.