„გურია თუდეი“ ცესკოს წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ლანჩხუთის ახალი მოწვევის საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლანჩხუთის საკრებულოს შენობა და სავარძელი

ლანჩხუთში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით მოიგო. ცესკოს წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ახალი საკრებულოს 32 წევრიდან 29 მმართველი პარტიის წარმომადგენელი იქნება, აქედან 17 მაჟორიტარია და 12 პროპორციული სიით. ოპოზიცია კი _ მხოლოდ 3 წევრს შეიყვანს და აქედან ერთიც არ იქნება მაჟორიტარი.

ლანჩხუთის საკრებულოს წევრები გახდებიან: რევაზ კვერენჩხილაძე, ვერიკო კვირკველია, კარლო წილოსანი, გიორგი ხელაძე, თენგიზ ხუხუნაიშვილი, ლოლიტა ურუშაძე, ნინო მშვიდობაძე, დარეჯან ბურჭულაძე, გოგი მორჩილაძე, სპარტაკ კვაჭაძე, ვლადიმერ ნანაძე, ირაკლი ცინცაძე (ყველა „ქართული ოცნება“), გოჩა ჯანაშია
(„ძლიერი საქართველო-ლელო“), თორნიკე მითაიშვილი („გირჩი“), ჯუმბერ ბლაგიძე („გახარია საქართველოსთვის“); ვანო ებრალიძე, კახა კვიტაიშვილი (ორივე ქალაქის მაჟორიტარი), ზაზა წულაძე (ნიგოითის მაჟორიტარი), ირაკლი ტოროტაძე (აკეთის მაჟორიტარი), გიორგი ჩახვაძე (ჩიბათის მაჟორიტარი), ბესიკ ტაბიძე (ნიგვზიანის მაჟორიტარი), ელისო ჭიჭინაძე (ლესის მაჟორიტარი), თენგიზ ურუშაძე (მაჩხვარეთის მაჟორიტარი), ვლადიმერ ჩხარტიშვილი (ნინოშვილის მაჟორიტარი), გიორგი იმნაიშვილი (შუხუთის მაჟორიტარი), მაია ლომთაძე (აცანის მაჟორიტარი), სამსონ კვაჭაძე (ჩოჩხათის მაჟორიტარი), ტატო ურუშაძე (გვიმბალაურის მაჟორიტარი), ია მოქია (სუფსის მაჟორიტარი), ალექსანდრე მახათაძე (ჯურუყვეთის მაჟორიტარი), გელა პატეიშვილი (მამათის მაჟორიტარი) და ბესიკ კვაჭანტირაძე (ღრმაღელის მაჟორიტარი).

    რას ჩივი?