გურიაში 85 წლის, ზურაბ უსტიაშვილს ეძებენ – სამაშველო ოპერაციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.
„გუშინ, გომისმთის ტერიტორიაზე დაიკარგა ბაბუ. ბოლოს ნახეს ხარიატაღის მიდამოებში, ასევე ასული იყო ჯვრის მოპირდაპირე გორაზე“ _ განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ბაბუაჩემია, ასე გამოიყურება. თუ დაინახავთ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, ძალიან ვღელავთ მთელი ოჯახი“ _ წერს შვილიშვილი და ფოტოს აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერს, გომისმთაზე, მუსიკალურ ფესტივალზე მყოფ შვილიშვილისთვის უნდა მიეკითხა და მას შემდეგ ოჯახი დაკონტაქტებას ვერ ახრეხებს.
როგორც 85 წლის კაცის რძალი ამბობს, მისმა მამამთილმა სწორედ ასე დაუბარა ოჯახის წევრებს, რომ გომისმთაზე მიდიოდა.
„ბოლოს იქ [გომისმთაზე] ნახეს, მერე ვიღაცას უნახავს, გზა ამებნაო. გუშინს შემდეგ ვეძებთ ჩვენც და სამაშველოც“ – უთხრა „პირველებს“ დაკარგულის რძალმა.
თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია ან ნახეთ, დაუკავშირდეთ: 511413263 ან 511298073


