„არც ფული გვინდა, არც არაფერი… მაცივარი არ გვაქვს, რომ ჩავასვენოთ“ – გურიაში მეზობლის სახურავის წმენდისას გარდაცვლილის შვილი

|

Loading

გურიის სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია

„გურიაში, სოფელ კონჭკათში მეზობლის სახლის გადმოთოვლისას დღუპული იური ჭუმბურიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს, მიცვალებული უფუჭდებათ. ესაა მისი შვიულის ნომერი: 599 441 347“ _ ინფლუესერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ინფორმაცია ოჯახის ახლობელმა თაკო მეფარიშვილმა მიწერა.

მოგვიანებით გავრცელდა გარდაცვლილის შვილის კომენტარიც: „არც ფული მინდა, არც არაფერი… მიცვალებული გვილპება სახლში. არავინ არ გვაქცევს საერთოდ ყურადღებას, მაცივარი არ გვაქვს, რომ შიგნით ჩავასვენოთ. ფული გვაქვს, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ვერ მოგვაქვს. ერთი ტრაქტორი ვერ იპოვა ოზურგეთის მერიამ, რომ ამოგვიტანონ და მიცვალებული ჩაგვასვენებინონ…” – გარდაცვლილი იური ჭუმბურიძის შვილის პოზიციას ტვ-25 ავრცელებს.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, მეზობლის სახლის სახურავის გადმოთოვლისას იური ჭუმბურიძეს ბეტონის ფილა დაეცა და გარდაიცვალა. შემთხვევა კონჭკათის კატისციხის უბანში მოხდა. მაშინ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ დაწერა, რომ გარდაცვლილმა მეზობლის ქალი გადაარჩინა და თავად მოჰყვა ნანგრევებში. „გზა არაა, ტრაქტორი არ ყავთ, სოფელში ხალხი უპატრონოდაა ჩარჩენილი“ _ წერდა ჟურნალისტი.

რას ჩივი?