გურიაში მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი არის მოწყვეტილი გარე სამყაროს, ვერ ხერხდება კომუნიკაცია“ – ირაკლი კობახიძე

|

Loading

გურიაში ვითარება ისევ რთულია

“დღეს გან­ვი­ხი­ლეთ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა არის საკ­მა­ოდ რთუ­ლი. გუ­შინ­დელ­მა თო­ვამ კი­დევ უფრო მე­ტად გა­არ­თუ­ლა ვი­თა­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, დღეს უკვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და, თავ­დაც­ვის ჯა­რე­ბის ჩარ­თვა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი. სრუ­ლად იქ­ნე­ბა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ყვე­ლა უწყე­ბა იმის­თვის, რომ ვებ­რძო­ლოთ სტი­ქი­ას. კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, მდგო­მა­რე­ო­ბა არის რთუ­ლი. სოფ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი მო­წყვე­ტი­ლი არის გარე სამ­ყა­როს, ვერ მყარ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია სოფ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილ­თან, ამ კუ­თხით არის ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო, ამის­თვის ტექ­ნი­კა არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­დგეს კავ­ში­რი კონ­კრე­ტულ სოფ­ლებ­თან და ამა­ზე უკვე ამ მო­მენ­ტი­დან გა­ნახ­ლდე­ბა აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა“ – გა­ნა­ცხა­და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო­ბა­ხი­ძემ, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დღეს საღამოს გურიაში ჩამოვიდა და სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

„ასე­ვე დაგ­ვჭირ­დე­ბა მა­რა­გე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რო­გორც მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნა­წილ­ში, ასე­ვე სურ­სა­თი­სა და შე­შის ნა­წილ­ში – გათ­ბო­ბის­თვის და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ვი­მუ­შა­ვებთ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მით. მთლი­ა­ნო­ბა­ში, გეგ­მა არ­სე­ბობს, ვი­თა­რე­ბა რთუ­ლია, გა­მოწ­ვე­ვა არის ძა­ლი­ან ბევ­რი, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­მუ­შა­ოთ ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე” _ დასძინა კობახიძემ.

მისივე თქმით, კო­ორ­დი­ნა­ცია არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ჩა­ერ­თნენ საქ­მე­ში და შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა დას­ჭირ­და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად. “ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კო­ორ­დი­ნა­ცია. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ჩა­ერ­თნენ საქ­მე­ში და შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბა დას­ჭირ­და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს იმი­სათ­ვის, რომ მო­ეხ­დი­ნა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნა კონ­კრე­ტუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან. კო­ორ­დი­ნა­ცია არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და აქეთ­კენ მო­ვუ­წო­დებ შე­სა­ბა­მის ადა­მი­ა­ნებს, მო­ხა­ლი­სე­ებს,” – გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

რას ჩივი?