გურიაში დაკარგულ კაცს ეძებენ. ჩოხატაურელი გელა დოლიძის ახლობლების სოციალურ ქსელში წერენ, რომ იგი 6 ნოემბერს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ვერ უკავშირდებიან.
„თქვენი დახმარება გვჭირდება. ვეძებთ გელა დოლიძეს. გუშინ [6 ნოემბერს] საღამოს 8 საათის შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის. პარალელურად ეძებს პოლიციაც. ბოლოს ნახეს ლაჩხუთის სოფელ წყალწმინდაში, ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ 595 007 812“ _ წერენ დაკარგული კაცის ახლობლები.
მიმდინარე წლის აგვისტოში გურიაში ასევე ორი კაცი დაიკარგა, რომლებსაც დღემდე ეძებენ.


