გურიის დელეგატი „ქართული ოცნებიდან“ ერთპარტიულ პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოძალადე პოლიციელები არ ჰყავს.
“მე არ მახსოვს მომენტი, რომ მოძალადე პოლიციელები ჰყოლოდა „ქართულ ოცნებას“, პირიქით. არა, ნუ, ახლა თუ შენ იძალადებ, რა ქნას პოლიციელმა, თავი ხომ უნდა დაიცვას?!”, – უთხრა მან „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას, რომელმაც მასზე თავდასხმის შესახებ ჰკითხა..
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ნანახი კადრი, თუ როგორ ურტყამს მას აქციაზე სპეცრაზმელი, ჩიგოგიძემ თქვა: “არ მინახავს, შეიძლება, შემთხვევით, როცა არეული სიტუაციაა, დატაკებაა…”.
ამის შემდეგ გურამ როგავამ „ქართული ოცნების“ დელეგატს მასზე თავდასხმის კადრები აჩვენა, რაც ჩიგოგიძემ თქვა, რომ “მიზნობრივი პროვოკაციაა”.
“აქ ჩანს, რომ მოდის ადამიანი და გირტყამს ხელს. რაღაც იყო მეთქი? – ვერ ვუშვებ ამას, არასწორია. შენი მალის გატეხა უნდოდა, ამიტომ გააკეთა? არ მაქვს პასუხი [რა მოხდა]. მიზნობრივად არის პროვოკაცია, მეთქი, მე ასე ჩავთვლიდი ამას”, – თქვა ვასილ ჩიგოგიძემ.