დღეს დილით „სოკარმა“ ლანჩხუთის მოსახლეობას სახალხო ზეიმი ქალაქ ფოთის ფოტოთ მიულოცა.
„28 სექტემბერს ლანჩხუთში სახალხო დღესასწაული აღინიშნება. შემოიარე SOCAR-ის ლანჩხუთის ავტოგასამართ სადგურზე და მიიღე ქალაქის თემატიკის მაცივრის მაგნიტი“ _ აღნიშნულია SOCAR Georgia Petroleum-ის ფეისბუქ-გვერდზე და გამოქვეყნებულია ფოთის ფოტო.

მისალოცი სქრინშოტი SOCAR Georgia Petroleum-ის ფეისბუქ-გვერდიდან
„ლანჩხუთობა“ წელს მეორედ აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებებთან ერთად, მოეწყობა „სოფელი“, სადაც ადგილობრივი ნაწარმი გაიყიდება. დღეს, ასევე ქალაქის საპატიო მოქალაქეებს დაასახელებენ.




