ქალაქ ლანჩხუთის 02 საარჩევნო უბანზე, ბიულეტენების თითქმის 20% ბათილია… „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა კანდიდატებმა 72, 73 და 77%-ზე მეტი აიღეს

|

Loading

მარცხნიდან - ალექსანდრე სარიშვილი და ვანო ებრალიძე

ქალაქ ლანჩხუთის მაჟორიტარი ორაგვისღელის უბნიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვანო ებრალიძე გახდა _ მან 980 ამომრჩევლიდან 721 ხმა (73,6%) მიიღო. მისმა კონკურენტ ვალიკო მგელაძეს („გახარია საქართველოსთვის“) მხარდაჭერა მხოლოდ 65 (6,6%) თანაქალაქელმა გამოუცხადა. აქვე აღსანიშნავია, რომ 194 (ანუ თითქმის ყველა მეხუთე) ბიულეტენი გაბათილდა, რაც მოსული ამომრჩევლის 19,8%-ია.

ამავე საარჩევნო უბანზე 77,8% აიღო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ალექსანდრე სარიშვილმა _ მას მხარი 763-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, დავით ჩხაიძემ 81 ხმა მიიღო (8.24%).

რაც შეეხება პარტიებს, „ქართულმა ოცნებას“ 707-მა ამომრჩეველმა (72%) დაუჭირა მხარი. დანარჩენმა ოთხმა პარტიამ თითქმის თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს _ „ძლიერი საქართველო – ლელო“ – 46 (4,69%), „გახარია საქართველოსთვის“ – 43 (4,38), „გირჩი“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 41-41 (4,18%)