სხვანაირი დილა მოდის… თბილი, მაგრამ ცივი, ტკივილიანი… ერი და ბერი ერთად _ ამაზე დიდი და საოცარი სანახავი არაფერია. 04:08-ს აჩვენებს საათი…

|

Loading

და ისევ წვიმს... მაგრამ ნათდება... ღამეს დღე ანაცვლებს და... რეკენ ზარები...

04:08-ს აჩვენებს საათი.

დილისკენ მიდის დრო.

მალე ცისკარი აღმოსავლეთს ვარდისა ფერად შეღებავს…

ალაგ-ალაგ წვიმს, მარტის თვეა, მისთვის დამახასიათები სუსხიც ახლავს არე-მარეს…

ცივა?

არა.

სხვანაირი დილა მოდის…

თბილი, მაგრამ ცივი, ტკივილიანი…

ერი და ბერი ერთად. ამაზე დიდი და საოცარი სანახავი არაფერია.

04:08-ს აჩვენებს საათი…

კარები იღება.

ცოტა ხნით მიხურული და ისევ ხალხისთვის ღიად-ქმნილი.

ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს ათასობით, არა უფრო მეტიც – ათიათასობით მორწმუნე ზემოთ, კიბეებისკენ…

დიდებული სანახავია სამება ცისკრისკენ…

ზარები რეკენ…

მადლმოსილი ხმები ისმის,

წკრიალა…

ისევ ნაბიჯ-ნაბიჯ…

და შედიხარ იქ, სადაც სხვა დიდებულებაა… სხვა ელფერია, სურნელია…

ულამაზეს ვარდებს ულამაზესი ხეივანი შეუქმნია და მხოლოდ ტკბილი გალობა ისმის.

ტაძრის გარშემო მოფრინავე მტრედების ჟღურტულის ხმაც შემოდის… ისინი ხომ განთიადს ეგებებიან…

ტაძრის შუაგულში საპატრიარქო სკამი დადუმებულა…

უცნაური სანახი გამხდარა…

რეკენ ზარები…

უწმინდესს ვხედავთ, ყველა მართლმადიდებელ ქართველთა სულიერ მამას…

დიდი ტვირთი უტარებია ცხოვრების გზაზე…

ტვირთი, რომელმაც საოცარი ეპოქა შექმნა.

ის კი ზეცად ამაღლებულა…

უკვე ცისკრის ზარები რეკენ.

მარტის თვეა.

სულიერ მამას ემშვიდოდა სრულიად საქართველო.

და საათი ისევ… არა, უკვე ისრებმაც დაიწყეს წინსვლა…

ჩვენი ქვეყანა სულ წინ წავა, ასეთი გვინდა ერთიანი და ძლიერი.

ასეთი სურდა უწმინდესსაც…

და ისევ წვიმს… მაგრამ ნათდება…

ღამეს დღე ანაცვლებს და…

რეკენ ზარები…

გარს უვლიან მტრედები ტაძარს ჟღურტულით.

ლაშა სარჯველაძე