„ლანჩხუთობის“ კონცერტი 43 ათასი ლარი დაჯდება „MIX2RA“ 20 ათასად გვიმღერებს, „DODONA&West Fire“ 18 ათასს ითხოვს… და ვინ არის ალიკა სამუშია?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლანჩხუთის ადმინისტრაციული შენობა და დასარტყამი ინსტრუმენტი

„ლანჩხუთობაზე“ მოწვეულია ავტორ-შემსრულებელი ალიკა სამუშია, რომლის შესახებაც ინფორმაციას არც „გუგლის“ საძიებო სისტემა იძლევა და არც „ჩატჯიპიტი“. არადა, მომღერალს 5 ათასი ლარი უნდა გადავუხადოთ და სპა.ჯი-ზე ატვირთულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აღნიშნული შემსრულებლები სარგებლობენ განსაკუთრებული პოპულარობით, მაღალი რეიტინგითა და ხალხის სიყვარულით“.

სავარაუდოდ, საუბარი შეიძლება იყოს ალექს სამუშიაზე, ოღონდ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, იგი ავტორ-შემსრულებელი არაა და მისი ხელმძღვანელობით, “სტუდიო საუნდი” კლიენტებს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ღონისძიებების ტექნიკური გაფორმებით, მათ შორის: მაღალი გარჩევადობის LED ეკრანებით, ინოვაციური სასცენო კონსტრუქციებით, პრემიუმ კლასის აუდიო აპარატურით და ავანგარდული განათების სისტემებით. ანუ კონცერტის მუსიკალურ ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს.

მის გარდა მოწვეული მოწვეული ორივე ცნობილი ჯგუფია _ „მიქსტურა“ ლანჩხუთში 20 ათასად იმღერებს, ხოლო „Dodona&West fire”-ს ანაზღაურება 18 ათასი იქნება. ანუ ჯამში კონცერტი 43 ათასი დაჯდება.

„ლანჩხუთობა“ 28 სექტემბერს გაიმართება _ ქალაქის ცენტრში მოეწყობა „სოფელი“, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი პროდუქცია, დასახელდებიან საპატიო მოქალაქეები. სახალხო ღონისძიება პირველად გასულ წელს ჩატარდა _ იგი თითქმის ანალოგია „ეგნატეობის“, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში იმართებოდა და ლანჩხუთის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.