ლანჩხუთის სკრინინგ-ცენტრში ძუძუს, საშვილოსნო ყელისა და პროსტატის კიბოს, ასევე B, C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე უფასო გამოკვლევა ტარდება

|

Loading

ლანჩხუთის სკრინინგ-ცენტრის ოფისი

ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრში, 15-დან 17 სექტემბერის ჩათვლით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგის აქცია მიმდინარეობს.

გამოკვლევები მოიცავს ქალებში ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, მამაკაცებში კი პროსტატის კიბოს სკრინინგს. ასევე, ტარდება ტესტირება B და C ჰეპატიტზე, აივ ინფექცია შიდსზე, გლუკოზის დონესა და არტერიულ წნევაზე.

სოფელ შუხუთში მიმდინარე აქციას  მერი ალექსანდრე სარიშვილი ადგილზე გაეცნო და ბენეფიციარებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.  სკრინინგ ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, სკრინინგ ცენტრის მენეჯერი თინათინ ბერუჩაშვილი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ირმა კეშელავა.