„გურია“ თბილისშია შეკრებილი და ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდის მომზადებაში ცოტაოდენი კორექტივები ჯერ თოვლმა და შემდეგ ძლიერმა ქარმა შეიტანა. ხვალ გურულები პირველ ტესტ-მატჩს მესამე ლიგაში მოასპარეზე დედაქალაქურ „ორბისთან“ გამართავენ, რომლის ღირსებას „გურიას“ ექს-კაპიტანი ბექა ბერიძე იცავს.
კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გოჩა ტყებუჩავას გუნდს 14 თებერვლისთვის აქვს დაგეგმილი _ ლანჩხუთელები ასევე თანალიგელ თბილისურ კლუბს _ „მერანს“ შეხვდებიან.
ამის შემდეგ ერთ დღეს დაისვენებენ და 16 თებერვლიდან ქობულეთში ორკვირიან შეკრებას გაივლიან. უკვე დაგეგმილია, რომ 18 თებერვალს „გურია“ ლიგა-2-ის ბინადარ მარტვილის „მერანს“ შეხვდება, 27-ში კი _ მეოთხე ლიგაში აღზევებულ ბათუმის „ვესტ ჯორჯიას“. არ არის გამორიცხულია, შუალედში კიდევ ერთი ტესტ-მატჩი დაიგეგმოს.
ასევე წაიკითხეთ:




