ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილ ხელმძღვანელს (2020-22 წლებში) ოთარ ქათამაძეს დახმარება ესაჭიროება. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა:
„ოთო არის უნიჭიერესი რეჟისორი და მსახიობი, ადამიანი, რომელსაც მთელი გულით უყვარს ადამიანები და ყოველთვის მზად არის, დახმარების ხელი გაუწოდოს სხვას. ახლა კი, თავად სჭირდება ჩვენი დახმარება, სითბო და მხარდაჭერა. ამჟამად ოთო მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაშია და გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება. ორი კვირის წინ, თავის ტვინში გაუსკდა ანევრიზმა, რის გამოც ჩაუტარდა სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციები.
სამწუხაროდ, მდგომარეობა გართულდა და განვითარდა ფილტვების ანთება, ხოლო მოგვიანებით – სეფსისური მენინგიტი. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხელოვნური სედაციის ქვეშაა, სიცოცხლისთვის აუცილებელ ფუნქციებს სპეციალური აპარატებით უნარჩუნებენ, რომლებიც ტვინისა და ფილტვების მუშაობას ცვლიან, სანამ ორგანიზმი ძალებს მოიკრებს. სამწუხაროდ, საჭირო თანხა დიდია, რასაც მარტო ვერ გაუმკლავდება.
ჩვენ კი შეგვიძლია თუნდაც ყველაზე მცირე დახმარებით, იქნება ეს ფინანსური წვლილი თუ უბრალოდ ინფორმაციის გაზიარება, დავეხმაროთ მას. თითოეული ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია! დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც თანადგომას გამოხატავს“ _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში და იქვეა ანგარიშის ნომრები:
საქართველოს ბანკი _ #GE13BG0000000862494700
თიბისი ბანკი _ #GE18TB7915445064300021
მიმღები: ქეთევან კუპრეიშვილი (დედა)




