ლანჩხუთის საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზვიად ნაკაიძე, დედის გარდაცვალების გამო, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:
„აპრილში შეუსრულდა 92. ირმას გარდაცვალების შემდეგ, ინვალიდის სავარძელში მყოფს, თბილ დღეებში ერთი აივანი ჰქონდა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი და ამ სივრცეს იყოფდა, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, მერცხლებთან, რომლებიც ადვილად იშენებდნენ ბუდეს გაულესავ ბეტონზე, სახლს რომ არტყია სარტყლად.
ბოლო სამი წელია, მერცხლები აღარ მოფრინდნენ. არადა, სულ კითხულობდა. თვითონც ვეღარ გადიოდა აივანზე. იწვა.
დღეს იტიალა თუ არა, მტრედის ღუღუნი მოგვესმა. განსაკუთრებულად ისმოდა. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი ადგილისთვის უჩვეულო ხმაზე ბეღურებმა და სხვა ფიორია ჩიტებმა გალობა გაკმინდა, მხოლოდ კოდალამ დააცალა კლეპტომერიას სამი ჯერი.
ნისლიდან მერცხალი შურდულივით გამოვარდა და რამდენჯერმე დაზვერა გაულესავი ბეტონი.
დააგვიანდა… სულ რაღაც 5 საათით დაგაგვიანდა.
აქამდე ნელის ვეძახდი. სულ, სულ, ბავშვობიდან.
აწი ნენად მოგიხსენიებ!“ _ წერს ზვიად ნაკაიძე.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ნელი მურვანიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.



