„გურიამ“ თბილისელებზე ჯავრი იყარა _ დათას დუბლი ბომბარდირობისთვის, 2 ლუკას 3, ნიკას გოლი, პასი და თასი

|

Loading

„გურიამ“ თბილისელები 6:0 დაამარცხა

ლანჩხუთელებმა წინა ტურში წაგების შემდეგ, ვეტერინარების ჯავრი სხვა თბილისურ გუნდზე იყარეს _ „იბერია 2010“, რომელიც ბოლო ადგილზეა, 6:0 დაამარცხეს.

წყვილად გაიტანეს გოლები დათა სიჭინავამ და ლუკა ჩაგანავამ, კიდევ ერთმა ლუკამ, ქოქოსაძემაც გაიტანა, ერთხელაც თავი ნიკა ნოზაძემ გამოიჩინა. მან საგოლე გადაცემაც გააკეთა და ნამატჩევს მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი თასიც დაიმსახურა ლეო ჟორდანიას ფონდისგან.

ლანჩხუთელებს სეზონში ყველაზე მეტი (33) გოლი აქვს გატანილი, აქედან 10 სიჭინავას ანფარიშზეა, რომელიც ბომბარდირთა სიას „ორბის“ ფორვარდ თორნიკე კერესელიძესთან ერთად ლიდერობს.

„გურიას“ ლიგაში საუკეთესო ბურთების ბალანსი აქვს, მეორე ადგილთან ქულა აშორებს

ამ სეზონში „გურია“ 7 დედალაქაურ გუნდს შეხვდა: „თბილისი 2025“-ს 0:0 ეთამაშა, ორივე წაგება მის თანაქალაქელებთან იწვნია („იბერია-1999“-თან 1:2 და „ვიტ ჯორჯიასთან“ 0:1), ხოლო დანარჩენი 4-დან სამი დიდი ანგარიშით დაამარცხა („ლოკომოტივი“ _ 4:1, „მერანი“ _ 7:0, ახლა „იბერია 2010“ _ 6:0) და 2:1 მოუგო „დინამო-2“-ს.

გურულები, მომდევნო ტურშიც, თბილისურ გუნდს ეთამაშებიან _ 28 მაისს, „ორბს“ ესტუმრებიან, რომლის ღირსებას „გურიას“ ექს-კაპიტანი ბექა ბერიძე იცავს.

20.05.2026 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე“ | ლანჩხუთი 6:0 იბერია 2010

1:0, 4:0 სიჭინავა (24′, 41′), 2:0 ქოქოსაძე (33′), 3:0 ნოზაძე (41′), 5:0, 6:0 ჩაგანავა (84′, 90+1′)

გურია: ლომიძე, მელიავა (46′ ხოროიშვილი), იაშვილი, კოკაია, ნოზაძე, მაისაშვილი (46′ წილოსანი), სიჭინავა (63′ ოქროპირიძე), შარვაძე (46′ კახაბრიშვილი), გამბაროვი (70′ ხუნდაძე), ჩაგანავა, ქოქოსაძე