„გურია თუდეის“ მიერ გავრცელებული პარტიული სია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცესკოში წარადგენს 100%-ით დადასტურდა. უბრალოდ, ერთი გადანაცვლებით _ ჩვენს ათეულში მესამე ადგილი თენგიზ ხუხუნაიშვილს ეკავა, ხოლო მეხუთე _ კარლო წილოსანს. ოფიციალურ სიაში, რომელიც პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, პირიქითაა, ანუ სამეულში შედის კარლო წილოსანი, რომელიც წინა ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის პირველი ნომერი იყო.
მაშ ასე, ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი თხუთმეტეულის ოფიციალური ვერსია:
1. რევაზ კვერენჩხილაძე; 2. ვერიკო კვირკველია; 3. კარლო წილოსანი; 4. გიორგი ხელაძე; 5. თენგიზ ხუხუნაიშვილი; 6. ლოლიტა ურუშაძე; 7. ნინო მშვიდობაძე; 8. დარეჯან ბურჭულაძე; 9. გოგი მორჩილაძე; 10. სპარტაკ კვაჭაძე; 11. ვლადიმერ ნანაძე; 12. ირაკლი ცინცაძე; 13. ნინო ნინიძე; 14. ნანა ბერია; 15. ნიკა ფაცურია.
როგორც ხედავთ, ათეულში ერთადერთი ახალი სახეა _ თენგიზ ხუხუნაიშვილი, ხოლო 15 წევრში ბოლო 4 (ცინცაძე, ნინიძე, ბერია და ფაცურია) ასევე პირველად მოხვდა „ოცნების“ პარტიულ სიაში.




