გოლი მეგობრის ხსოვნას და ბათუმში, როგორც _ შინ: „გურიამ“ სტუმრად „გონიო“ დაამარცხა

|

Loading

დავით მაისაშვილმა (#8) გოლი მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა

წინა ტურში „ბეთლემთან“ წაფორხილების (0:0) შემდეგ, მთავარ კონკურენტ „გონიოსთან“ შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო, „გურიას“ შთამბეჭდავი სტარტი რამდენად ლოგიკური იყო.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ლანჩხუთიდანაც მრავლად ჩავიდა გულშემატკივარი. „ფირალებმა“ 90 წუთის მანძილზე ისე გულიანად უქომაგეს გუნდს, მასპინძელი „გურია“ გეგონებოდათ.

აჭარული გუნდის ღირსებას სამი ლანჩხუთელი იცავდა _ რატი იმერლიშვილი კარში და სასტარტოში იყო, თავიდან დაიწყო ლევან ინგოროყვამაც, ხოლო ავთო ებრალიძე მწვრთნელმა მეორე ტაიმში ჩართო შეხვედრაში.

ამ დროს უკვე ანგარიში 1:0 იყო. დავით მაისაშვილმა სტუმრები უკვე მე-5 წუთზე დააწინაურა, როცა კუთხურის დროს, შეტევაში ჩართულმა თავურით მეკარეს თავს ზემოდან გადაუგდო ბურთი და გოლი ახლახან გარდაცვლილ მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა.

„გურია“ მესამე ადგილზეა და ერთი გადადებული თამაში აქვს

აქვე გეტყვით, რომ აჭარელთა ლანჩხუთელმა კიპერმაც და „გურიას“ მეკარე ლევან ისიანმა მინიმუმ თითოჯერ აშკარა გოლისგან იხსნეს თავისიანები.

ორივეს ხარიხაც მოევლინა მშველელად.

გურულებმა მეორე გოლის გატანა მეორე ტაიმის შუაში მაინც მოახერხეს და მატჩის ბედიც მაშინ საბოლოოდ გადაწყდა _ კახა კახაბრიშვილი და 2:0.

შემდეგ შეხვედრას „გურია“ 16 აპრილს, ისევ ფოთში, ამჯერად „გარდაბანის“ წინააღმდეგ გამართავს.

08.04.2026 | ბათუმი, საფეხბურთო ცენტრი | გონიო 0:2 გურია

0:1 მაისაშვილი (5′), 0:2 კახაბრიშვილი (66′)

„გურია“: ისიანი, კაკუბავა, ნოზაძე (70′ ჩოთალიშვილი), კახაბრიშვილი (86′ შარვაძე), მაისაშვილი, მელიავა, იაშვილი, სიჭინავა (86′ ხუნდაძე), ჟორდანია, ქოქოსაძე (64′ ოქროპირიძე), კაპანაძე (86′ კოკაია)