[გამოსათხოვარი] მამია გუჯაბიძის ხსოვნას

|

Loading

დღეს დიდი ტკივილით ვემშვიდობებით ადამიანს, რომელმაც ღირსეული კვალი დატოვა მრავალი ადამიანის ცხოვრებაში.

მამია გუჯაბიძე იყო გამორჩეული უხუცესი ქართველი, ბრძენი, მშვიდობისმოყვარე და კეთილშობილი პიროვნება, რომლის სიტყვასა და რჩევას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა.

მისი ღვაწლი არაერთი მოსწავლისა და თანამოძმის ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება.

იგი იყო მაგალითი ადამიანობის, სიბრძნისა და სიყვარულის. მისი წასვლა დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ოჯახისა და ახლობლებისთვის, არამედ მთელი ჩოჩხათისა და ლანჩხუთისათვის.

29 ივნისს 90 წელი შეუსრულდებოდა, თუმცა სიცოცხლე ყველა ასაკში ნაადრევად წყდება, როცა ასეთ ღირსეულ ადამიანს ვკარგავთ.

ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, ჩოჩხათის და მთელი ლანჩხუთის მკვიდრებს ამ მძიმე დანაკლისს.

ნათელი მის სულს. განისვენოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

მისი კეთილი სახელი და საქმეები კი მუდამ დარჩება ჩვენს გულებში.

თეა ჩიქოვანი, ნინო გურგენაძე