„გურიამ“ ისევ წააგო, ამჯერად გასავარდნ ზონაში მყოფ „სამგურალი-2“-თან… ბოლო 7 თამაშში ეს მესამე წაგება _ თუ გადასვლა გინდა, მხოლოდ „მერცხალის“ იმედად ვერ იქნები!

ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო „გურიამ“, რომელიც მეორე წრეში არ ჰგავს იმ გუნდს, რომელმაც გათამაშების პირველ ეტაპზე წაუგებელი და გოლგაუშვებელი სერიები გამოაცხო. ბოლო 7 შეხვედრაში 3 წაგება (მანამდე 14-ში მხოლოდ 1-ხელ დამარცხდა!) მეტისმეტად ბევრია და მხოლოდ 2 მოგება (აქედან ერთი _ უკვე ქვედა ლიგაში გავარდნილ „მაჭახელასთან“) ძალიან ცოტაა, თუ გუნდს ზედა ლიგაში დაწინაურება სურს. გოლებსაც ბევრს […]

[სკანდალის კვალდაკვალ] თუ „ნიკე-ლუსოს“ სათანადოდ არ დასჯიან, „ლანჩხუთი“ ჩემპიონატის გაგრძელებაზე უარს ამბობს!

“ლანჩხუთი” გახმაურებულ სკანდალთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს და დამატებით განმარტებას აკეთებს. “როგორც თავად შეგიძლიათ იხილოთ, კონფლიქტი მოთამაშეებს შორის ორივე გუნდის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ძალისხმევის შედეგად ამოწურული იყო, როდესაც მოედანზე შემოჭრილი “ნიკე-ლუსოს” გულშემატკივრების ჯგუფი თავს დაესხა “ლანჩხუთის” ფეხბურთელებსა და სტაფს. არასასიამოვნო კადრებია, თუმცა საჭიროა, რომ ყველამ თვალნათლივ დაინახოს, რომ ეს არ იყო რიგითი კონფლიქტი მოთამაშეებს შორის, რაც […]

„…ამის შემდეგ, „ნიკე-ლუსოს“ ქომაგები, თურქი ეროვნების კაცები მოვიდნენ და დაიწყეს ფიზიკური შეტევა ფეხბურთელებზე“ _ რას იხსენებს „ლანჩხუთის“ კოლუმბიელი ლეგიონერი გაბრიელა კამარგო

„ლანჩხუთის“ კოლუპბიელი ლეგიონერი გაბრიელა კამარგო თბილისში, „ნიკე-ლუსოსთან“ შეხვედრის შემდეგ დაზარალებულ ფეხბურთელთა შორისაა, ვისაც მეტოქე გუნდის ქომაგება ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აი, როგორ აღწერს მომხდარს კოლუმბიელი: „სიმართლე გითხრათ, არ მინდა დავიჯერო, რაც მოხდა. მოგიყვებით ამის შესახებ. მე ვარ ქართული კლუბის „ლანჩხუთის“ კოლუმბიელი ფეხბურთელი და ჩვენ ვითამაშეთ „ნიკე-ლუსოს“ წინააღმდეგ, მისსავე მოედანზე, მათივე ქომაგების წინაშე. მატჩის მიწურულს ფეხბურთელებს შორის […]

„ლანჩხუთის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი გუნდის მოთამაშეს“ – „ნიკე-ლუსოს“ განცხადებაში არაფერია ნათქვამი მათი ქომაგების მიერ ნაცემ ფეხბურთელებზე

„ლანჩხუთთან“ მომხდარ გახმაურებულ სკანდალში „ნიკე-ლუსო“ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ადანაშაულებს _ გავრცელებულ განცხადებაში ზოგადად დაგმობილია ძალადობა, მაგრამ არაფერია ნათქვამი მათ ქომაგებზე, რომელთაც გურული კლუბის ფეხბურთელებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. “ლანჩხუთთან გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა სამწუხარო და მიუღებელი ფაქტი. მატჩის დასრულებისთანავე, მსაჯის საბოლოო სასტვენის შემდეგ, „ლანჩხუთის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი გუნდის მოთამაშეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია დაძაბულობა მოედანზე. მიუხედავად […]

„მეტოქე გუნდის ქომაგებმა მოედანზე შემოსვლა საფინალო სასტვენამდე დაიწყეს… ჩვენს ფეხბურთელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს” – “ლანჩხუთი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„დღევანდელ მატჩში დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი – მოედანზე შემოჭრილმა „ნიკე-ლუსოს“ ჩვენ შეცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა თურქი ეროვნების გულშემატკივრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქსკ ლანჩხუთის ფეხბურთელებს, დაზიანება მიიღო ასევე არასრულწლოვანმა ანანო წიქარიძემ, რაც ვიზუალურადაც თვალსაჩინოა” – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში. “ლანჩხუთი” ასევე აცხადებს, რომ მასპინძელი გუნდის გულშემატკივარმა მოედანზე შემოსვლა დაიწყო საფინალო სასტვენამდე: “ჩვენს მეტოქეებს გვინდა შევახსენოთ, რომ ფეხბურთში კრივისაგან […]

[სკანდალი] „ლანჩხუთის“ ფეხბურთელს, 16 წლის ანანო წიქარიძეს მეტოქე გუნდის ქომაგმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ამის შესახებ თავად ფეხბურთელი საუბრობს – შემთხვევა დღეს გამართული “ნიკე-ლუსო”-“ლანჩხუთის” მატჩის შემდეგ მოხდა. “თამაშის დამთავრებისას მოხდა ინციდენტი ფეხბურთელებს შორის, რომელშიც მე პირადად არ ვმონაწილეობდი. ამ დროს ტრიბუნიდან, ყოველგვარი წინაააღმდეგობის გარეშე, შემოვარდნენ “ლუსოს” თურქი გულშემატკივრები, რომლებიც ჩაერთნენ ჩხუბში, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა „კაცმა” შემომატრიალა უცებ და სახეში დამარტყა მუშტი” – ამბობს ანანო. “ლანჩხუთის” ფეხბურთელი აცხადებს, რომ თავს დაცულად […]

„ლანჩხუთმა“ ჩემპიონობა დაკარგა? ხელჩართული ჩხუბი „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩის მიწურულს – მოედანზე ქომაგებიც გადავიდნენ

ლანჩხუთელებს მინიმუმ ფრე სჭირდებოდათ მთავარ კონკურენტთან, ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში რომ დარჩენილიყვნენ. მატჩის დასაწყისშივე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა სტუმართა გამოცდილმა მეკარე თათია გაბუნიამ და სოლანჟე კარვალიაშის არცთუ სახიფათოდ დარტყმულ ბურთზე რეაგირება ვერ მოახერხა _ ბურთს თვალი მიადევნა და კარის ბადეში „მიაცილა“, 0:1. მეორე ტაიმში უკვე უკანა ხაზი შეცდა, თუმცა არ არის გამორიცხული, მსაჯებს თამაშგარე გაეპარათ – ყოველ […]

გურულებს 4 ქულა და თბილისში ბევრი გოლი აწყობთ _ ყველა შესაძლო ვარიანტი, რა შემთხვევაში შეინარჩუნებენ ციცები ტიტულს [„ნიკე-ლუსო“-„ლანჩხუთის“ მატჩის წინ]

„ლანჩხუთი“ 20 სექტემბერს თბილისში პირველ ადგილზე მყოფ „ნიკე-ლუსოს“ შეხვდება. დედაქალაქელებს 3 ქულით მეტი აქვთ _ მათ აგემეს ერთადერთი მარცხი მოქმედ ჩემპიონებს. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ლანჩხუთური შეხვედრა 0:0 დასრულდა, თბილისში კი მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 ურთიერთშეხვედრიდან „ლანჩხუთმა“ მინიმუმ 4 ქულა უნდა აიღოს, სხვა შემთხვევაში _ ტიტულს კარგავს. გურულებს ბურთების უკეთესი ბალანსი […]

„გურიამ“ მთავარ კონკურენტთან წააგო, ლიდერობა დაკარგა და… ისევ „მერცხალის“ იმედზეა, რომელმაც 0:2-დან შემოატრიალა

დღეს, მეოთხე ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებულ ყურადღებას ლიდერების მატჩი იპყრობდა, რომელშიც „იბერია 2010“ „გურიას“ მასპინძლობდა. ორივე გუნდს მოგება მოგება შემჭიდროებულ ცხრილში წინ გასაჭრელადაც სჭირდებოდა და ფსიქოლოგიური კუთხითაც _ ბოლო დროს გურულები არასტაბილურად თამაშობენ (5 შეხვედრაში 8 ქულა) და წინა ტურში დედაქალაქელებმაც წაიფორხილეს (1:2 „გაგრასთან“) და მათ განწყობას უკვე გავარდნილ „მაჭახელასთან“ 10:0-ები ნამდვილად ვერ […]

„კაი ტამაში გამევიდა, კაია, რომ მევეგეთ, მოი თამაშებზე, მოი, კიდო უნდა მევიგოთ” – გურულად “ალაპარიკებული” სეიშელ სმიტ პაუელი და ყველა მხრიდან „დაჩიხული“ კვარტალი

დღეს, ქალთა ლიგაში ფინალური ეტაპი დაიწყო. მართალია, მთავარ ფავორიტებად „ლანჩხუთი“ და „ნიკე-ლუსო“ მიიჩნევიან და მათ დავაში ვერც „კვარტალი“ ჩაერევა და ვერც „ელიტა“, მაგრამ სიურპრიზები თუ არა წინააღმდეგობა შარშანელი ვიცე-ჩემპიონისგან მოსალოდნელია. თუმცა ევროსარბიელიდან დაბრუნებულმა გურულებმა უკრაინელებისა და რუმინელების ჯავრი დედაქალაქელებზე იყარეს და „კვარტალი“ 6:0 გაანადგურეს. ლანჩხუთელები ანასტასია ბოლქვაძემ სწრაფი გოლით მე-7 წუთზე დააწინაურა, რასაც 20 წუთში […]