„ემზარიე თოხიზა და ბარიზა არ ვარგა, ჭლექიანივითაა. მაგან თუ არ ისწავლა, დეიღუპება და იგია“ – ეუბნებოდნენ მეზობლები მის მშობლებს… როგორ ჩაება ჩოჩხათელი ბიჭი მსოფლიო სპორტის ორომტრიალში

ლანჩხუთელი ემზარ ზენაიშვილი, რომელიც 1997 წლიდან საქართველოს ეროვნული კომიტეტის გენერალური მდივანია, 81 წლის გახდა. „გურია თუდეი“ ქართული სპორტის გამორჩეულ ფუნქციონერს, ჩვენს ქვეყანაში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებელს ულოცავს დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს. ემზარ ზენაიშვილი 1944 წლის 10 სექტემბერს ლანჩხუთში დაიბადა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, დაჯილდოებულია ღირსების ორდერით. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი […]

გაგიჭირდებოდათ… „გურიამ“ აუტსაიდერი „მაჭახელა“ გაანადგურა და ცხრილის სათავეში დაბრუნდა

გასულ 4 შეხვედრაში „გურიამ“ ოდენ 5 ქულა აიღო და ერთპიროვნული ლიდერობაც დაკარგა. მართალია, ბოლოს ადგილზე მყოფ „მაჭახელასთან“ 10:0 მოგების შემდეგ, ლანჩხუთელები პირველ ადგილზე დაბრუნდნენ, თუმცა ახლოს 4 მდევარი ჰყავს. ერთს მომდევნო ტურში ხვდება _ „იბერია-1990“-თან ლანჩხუთური შეხვედრა ფრედ დასრულდა. 17 სექტემბერს გუნდები თბილისში შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა მხოლოდ მათზე არ იქნება დამოუკიდებული, რომელ ადგილზე იქნებიან ისინი […]

„ლანჩხუთმა“ ელიტის სათავეში დასარჩენად „პორშეზე“ ამხედრებული ქალღმერთი თბილისის კვარტალში უნდა „დაჩიხოს“ – გაარღვევენ ციცები „დედაქალაქურ ალყას“?

ლანჩხუთის ქალთა გუნდი ევროგათამაშებიდან ეროვნულ ჩემპიონატზე გადმოერთვება, სადაც „ნიკე-ლუსოსთან“ პაექრობაში გაარკვევს 2025 წლის ჩემპიონის ვინაობას. მათ დავაში ვერ ჩაერთვებიან, მაგრამ ფინალურ ოთხეულში ასევე არიან „კვარტალი“ და „ელიტა“. გურულების სამივე მეტოქე დედაქალაქის გუნდია. „ლანჩხუთი“ პირველ შეხვედრას 13 სექტემბერს „კვარტალთან“ გამართავს, ხოლო ბოლოს _ 30 ნოემბერს, როცა თბილისში „ელიტას“ ესტუმრება. 13.09.2025 | 16:00 | ლანჩხუთი – კვარტალი, […]

ყანიდან… ნაკრებში! რატომ ჩაუტანა რამაზ ურუშაძემ მიშა მესხს 11 ბოცა ადესა? „მოდი, დაიჯერე და სიზმარი ნუ გეგონება – მე, ლანჩხუთელმა ბიჭმა უნდა დავიცვა სსრკ-ის ნაკრების კარი, როცა გუნდის ძირითადი მეკარე ლევ იაშინია“

მან კარიერა მშობლიურ ლანჩხუთში დაიწყო, კარის დაცვა შემთხვევით მოუხდა და შემდეგ ისე კარგად გამოუვიდა ეს საქმე, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ლეგენდად დარჩა. 2011 წლის ნოემბერში „გურიის“ საიუბილეო ღონისძიებას ვერ დაესწრო და ამაზე, თურმე, გული წყდებოდა. ბოლო წლებამდე, სანამ ავად გახდებოდა, რამაზ ურუშაძე თითქმის ყველა ზეიმს ესწრებოდა და წლების წინ, „გურიის“ ვეტერანთა კარიც დაიცვა. „ჩემი შემცვლელი იყო […]

როგორც სამი ტურის წინ, გურული კლუბების 2:2-ები – „გურია“ 10-კაციან „ზესტაფონთან“ ფრეს დასჯერდა, კონკურენტი „მერცხალმა“ შეუჩერა…

დღეს, მეოთხე ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. „გურია“ თბილისში ესტუმრა გასავარდნ ზონაში მყოფ „ზესტაფონს“ და მხოლოდ ქულას დასჯერდა. გურულები ვანო წილოსანმა უკვე მე-5 წუთზე დააწინაურა (ეს მისი მე-11 გოლია ამ სეზონში), თუმცა გათანაბრებმა ნომინალურმა მასპინძლებმა მალე მოახერხეს. შემდეგ „ზესტაფონი“ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა – 33-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს. ამით „გურიამ“ კი ისარგებლა და ლაშა ხაჭაპურიძემ მეორე […]

მადლობა, ციცებო! ლანჩხუთლები კიდევ გადარევენ დუნიას, რისთვისაც დღეს 33 წუთი დაგვაკლდა – დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, ევროპას თავაწეულები ვტოვებთ…

„ლანჩხუთი“ ევროსარბიელს თავაწეული ტოვებს. ეს მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუმინულ „ფარულ კონსტანტასთან“ 1:4 დამარცხდა. ბუქმეიქერები გურულების მოგებას 15,0 კოეფიციენტს ანიჭებდნენ, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ გუნდებს შორის ძალები არათანაბარი იყო შეფასებული და ტოტალიზატორები 15-მაგ მოგებას სთავაზობდნენ, ვინც ფსონს ჩვენს „ციცებზე“ დადებდა. თუმცა არც ასე ხელწამოსაკრავი აღმოჩნდა გიორგი ჩხაიძის გუნდი, რომელმაც 57 წუთის მანძილზე და რეალურად კი, […]

დღეს თამაშობს „ლანჩხუთი“! „ციცები“, მოგების შემთხვევაში, ევროპის თასზე გადაინაცვლებენ [ფოტოები შიაულიაიდან]

დღეს, ლიეტუვაში, ნეიტრალურ მოედანზე, „ლანჩხუთი“ რუმინეთის ჩემპიონ „ფარულ კონსტანტას“ ხვდება და თუ მოუგებს, ევროპის თასზე გადაინაცვლებს, რომელშიც პირველი ეტაპიდან ჩაერთვება. დღევანდელი მატჩიც, როგორც უკრაინულ „ვორსკლასთან“, 13 საათზე დაიწყება შიაულიაის ცენტრალურ სტადიონზე, რომელზეც 4 ათასი მაყურებელი ეტევა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში „ლანჩხუთმა“ ჩრდილოეთ ირლანდიის „კლიფტონვილი“ (1:0) დაამარცხა, ხოლო პოლტავას „ვორსკლასთან“ 0:5 წააგო. ორივე გუნდი გურულებთან ფავორიტად […]

ვანოს მეასე, სხვა ვანოს მეშვიდე და შანიძის შანსი _ „გურიამ“ ბოლო წამებზე მოიგო და „გელაშას“ ხსოვნას მიუძღვნა

დღეს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა მეოთხე ლიგაში და ორივე გურულმა კლუბმა მოიგო, თანაც ორივემ – უშუალო კონკურენტთან. ლანჩხუთელებს „ივერიასთან“ რევანშიც ჰქონდათ ასაღები _ პირველ წრეში ერთადერთი მარცხი „გურიამ“ ხომ ხაშურში იწვნია. პლუს კონკურენტების ჯახი ე.წ. 6-ქულიანთა კატეგორიას მიეკუთვნება… მატჩის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელის, ზურა გელაშვილის ხსოვნას [წაიკითხეთ: გელაშას ძალიან უყვარდა ლანჩხუთი… […]

ისევ კალინინა, კრავჩუკი და 0:5… „ლანჩხუთს“ არ გაუმართლა, მაგრამ ევროტურნირებზე დარჩენის შანსი ისევაა: 30-ში უნდა მოვიგოთ!

როცა კენჭისყრის შედეგები გახდა ცნობილი, იმთავითვე ცხადი იყო, რომ უკრაინულ „ვორსკლასთან“ გურულებს ძალიან გაუჭირდებოდათ. კენჭისყრამ „ლანჩხუთს“ უძლიერესი მეტოქე არგუნა, რომელმაც 3 წლის წინ 5:0 დაამარცხა საქართველოს ჩემპიონები. მაშინ იანა კალინინამ და როკსოლანა კრავჩუკმა თითო გოლი გაიტანეს, ამჯერად მათ ჯამში 4 გოლი და ერთით ნაკლები საგოლე გადაცემა მიითვალეს. თითო ასეთი ვიქტორია რადიონოვამაც შეძლო და, ფაქტობრივად, ამ […]

დღეს, „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის მატჩს უკრაინულ „ვორსკლასთან“ გამართავს… „გინტრასა“ თუ „ფარულ კონსტანტა“ – ვის შეხვდება გიორგი ჩხაიძის გუნდი

დღეს, საქართველოს ჩემპიონი „ლანჩხუთი“, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლიეტუვას ქალაქ შიაულიაში, პოლტავას „ვორსკლას“ (უკრაინა) შეხვდება. მატჩი ადგილობრივ ცენტრალურ სტადიონზე ჩვენი დროით 13:00 საათზე დაიწყება. ლანჩხუთელთა მთავარმა მწვრთბელმა, გიორგი ჩხაიძემ ლიეტუვაში შემდეგი ფეხბურთელები იახლა: მეკარეები: თათია გაბუნია (1), მარიამ ჭრიკიშვილი (31) მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (24), ნინო გუჯაბიძე (3), მარია მურილო (15) ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე (77), […]