„ლანჩხუთი“ „ნიკე-ლუსოს“ ტრანსფერებში 4:1-ს უგებს… თათია გაბუნია და ლელა ჭიჭინაძე წავიდნენ, „ლანჩხუთმა“ საქართველოს ნაკრების 5 წევრი და არგენტინელი ლეგიონერი დაიმატა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | „ლანჩხუთის“ ახალწვეულები და თათია გაბუნია

მთავარ ფოტოზე _ მარცხნიდან: ლიზი მწყერაშვილი, ნინი ბუხრიკიძე, ნათია დანელია, რგოლში _ ნინო პასიკაშვილი, თათია გაბუნია ჩემპიონთა ლიგაზე 2025 და 2020 წლებში, სვეტლანა გაბელაია

ლანჩხუთის ქალთა გუნდი ახალი სეზონისთვის მნიშვნელოვნად გაძლიერდა. „ლანჩხუთში“ ითამაშებს არგენტინელი ლეგიონერი კარენ ფერეირა. გურულებმა სამი მოთამაშე მოქმედი ჩემპიონიდან დაიმატეს _ 2025 წლის საუკეთესო ნახევარმცველმა, ნათია დანელიამ, შემტევებმა _ ნინი ბუხრიკიძემ და ლიზი მწყერაშვილმა გასულ სეზონში დიდი წვლილი შეიტანეს „ნიკე-ლუსოს“ წარმატებაში. სამივე მათგან საქართველოს ნაკრების ძირითადის მოთამაშეა.

მათი თანაგუნდელია ეროვნულ ნაკრებში შუახაზელი ნინო პასიკაშვილიც, რომელიც გასულ სეზონში თბილისის „კვარტალის“ ღირსებას იცავდა, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრების წევრია სვეტლანა გაბელაიაც, რომელმაც 2025 წლის სეზონში, ჩემპიონობასთან („ნიკე-ლუსოს“ შემადგენლობაში) ერთად, საუკეთესო მეკარის ტიტული მოიპოვა. მის ანგარიშზეა ლიგის ისტორიაში სეზონში გაშვებული ყველა ცოტა გოლი.

„ლანჩხუთმა“ არგენტინელი ლეგიონერი კარენ ფერეირა დაიმატა

მან თათია გაბუნია უნდა შეცვალოს _ „ლანჩხუთი“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მომდევნო სეზონიდან იგი მოქმედი ჩემპიონის, „ნიკე-ლუსოს“ კარს დაიცავს.

თათია გულშემატკივრებმა „ლანჩხუთიდან“ გაიცნეს, სწორედ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი, რამდენჯერმე გახდა წლის საუკეთესო მეკარე, წლებია, ეროვნული ნაკრების მთავარი გოლკიპერია.

მან სახელი გაითქვა ჩემპიონთა ლიგაზე, როცა შვედურ „როზენგარდთან“ გამართულ ორ შეხვედრაში 39 „სეივი“ დააგროვა. 2020 წელს, „ლანჩხუთი“ პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ჯგუფური ეტაპიდან გააღწია.

„ლანჩხუთი“ კიდევ ერთმა ლიდერმა, 37 წლის ფორვარდმა ლელა ჭიჭინაძემ დატოვა. მნიშვნელოვანი გოლების ავტორი დაბრუნდა სოხუმის „დინამოში“, რომელიც გაისად ისევ ელიტაში ითამაშებს.