[ექსკლუზივი] „გურია“ თბილისში შეიკრიბა, მაგრამ თოვლის გამო, ახალი სეზონისთვის მზადების დაწყება გადაიდო. ვინ დაინიშნა კლუბის გენერალურ დირექტორად?

„გურია თუდეის“ ინფორმაციით, „გურია“ თბილისში, სტადიონ „მარაკანაზე“ შეიკრიბა, მაგრამ თოვლის გამო, ვარჯიშის დაწყება რამდენიმე დღით გადაიდო. პირველ ეტაპზე, გუნდი დედაქალაქში მოემზადება, ხოლო შემდეგ სად გაივლიან გურულები შეკრებას, ჯერ ცნობილი არ არის. ასევე უცნობია ახალწვეულების ნაწილი, რომელიც ლანჩხუთის კლუბს გააძლიერებს. რაც უკვე ცნობილია, „გურიამ“ უკვე დაიმატა გამოცდილი მოთამაშეები: დავით მაისაშვილი, დათა სიჭინავა, თორნიკე კაპანაძე, ნოდარ იაშვილი, […]

დიმიტრი ვირუბოვი: „ჩაკვე ძალიან მაგარი ადამიანია. თამაშზე დამპატიჟა და უოტფორდში მის საგულშემატკივროდ ჩამოვედი“

„ფოტო უოტფორდშია გადაღებული, თამაშზე დამპატიჟა და საგულშემატკივროდ ჩამოვედი. ძალიან კარგი შეხვედრა გამოდგა, გიორგიმ შეუცვლელად და მაღალ დონეზე ითამაშა. სამწუხაროდ, მისი გუნდი დამარცხდა. მე და ჩაკვე ასაკობრივ ნაკრებებში თანაგუნდელები ვიყავით, ვმეგობრობთ. ძალიან მაგარი ადამიანია, მას გამორჩეულად ვგულშემატკივრობ და წარმატებებს ვუსურვებ“ _ გვითხრა დიმიტრი ვირუბოვმა, როცა „გურიას“ ექს-კაპიტანს მას შემდეგ შევეხმიანეთ, რაც სოციალურ ქსელში ქართველ ვარსკვლავთან გადაღებული […]

[ექსკლუზივი] 35 წლის შემდეგ, ოთხეული ისევ ერთად _ „გურიას“ სამწვრთნელო შტაბში გია ჩხაიძე ბრუნდება, მეკარეებთან ირაკლი ხვედელიძე იმუშავებს

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურიაში“ გიალო (გია) ჩხაიძე ბრუნდება. 55 წლის სპეციალისტი თითქმის 20 წელია, სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, მანამდე კი იყო წარმატებული ფეხბურთელი ტიტულებით დახუნძლული კარიერით. ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი მშობლიური კლუბის შემადგენლობაში დაეუფლა საქართველოს თასს და ორჯერ გახდა ვიცე-ჩემპიონი. ასევე თამაშობდა ქვეყნის წამყვან კლუბებში. ფოთის „კოლხეთის“, „სამტრედიის“, ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისისა და ბათუმის „დინამოებისა“ და […]

მაისაშვილი, იაშვილი, კაპანაძე და სხვები… „გურიას“ ახალი მფლობელები საქართველოს ჩემპიონებს იმატებენ და ლიგა-2-ში გადასვლის გარდა, სხვა ვარიანტს არ განიხილავენ _ ვინ რჩება ძველი შემადგენლობიდან?

„გურია თუდეიმ“ უკვე გაცნობათ, რომ ლანჩხუთის „გურიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს [ექსკლუზივი: „გურიას“ გოჩა ტყებუჩავა გაწვრთნის: „გუნდი უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება“… ვინ იქნებიან მის შტაბში და რა პოზიციაზე იმუშავებს თემურ ლორია] ასევე გუნდს ახალი სპორტულ დირექტორი ჰყავს, ამ პოსტზე 28 წლის ანდრო ნემსაძე დაინიშნა. მან აქტიური საფეხბურთო კარიერა 2025 წელს დაასრულა _ „სიონის“, ცხინვალის“, „გაგრას“, „ვიტ […]

[ექსკლუზივი] „გურიას“ გოჩა ტყებუჩავა გაწვრთნის: „გუნდი უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება“… ვინ იქნებიან მის შტაბში და რა პოზიციაზე იმუშავებს თემურ ლორია

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურიას“ გასული საუკუნის 80-იანი წლების გამორჩეული ფეხბურთელი, კლუბის ლეგენდა გოჩა ტყებუჩავა გაწვრთნის. ლანჩხუთელი ქომაგების უსაყვარლესი მოთამაშე მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ლორიას შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობითაც გასულ სეზონში კლუბმა მესამე ლიგის საგზური მოიპოვა. ლორიაც და მის მხარდამხარ მომუშავე გიგლა იმნაძეც კლუბის სამწვრთნელო შტაბში იქნებიან. გოჩა ტყებუჩავა იყო იმ შემადგენლობის წევრი, რომელმაც „გურიას“ 1986 […]

„თავით ვერ გაგაქვთ, ფეხით ვერ გაგაქვთ, ხელით მაინც გაიტანეთო“… წინადღეს, ამირან სევასტოპულოს ქალიშვილი შეეძინა _ „გურიას“ ისტორიული გოლის ავტორი 70 წლისაა

მთავარი ფოტოკოლაჟი | ამირან სევასტოპულო „გურიაში“, შვილთან ერთად და „მაღაროელის“ ლეგენდა; ისტორიული კადრები ყაზანიდან _ ტაბლო მატჩის ბოლოს და „გურია“ მატჩის წინ; დახვედრა კოპიტნარის აეროპორტში ლანჩხუთში ძალიან უყვართ და არა მხოლოდ ისტორიული გოლის გამო. ამირან სევასტოპულო მხოლოდ 2 სეზონის მანძილზე თამაშობდა „გურიაში“, თუმცა გულშემატკივრებს ძალიან შეაყვარა თავი და ამ ქალაქში ყოველთვის საპატივცემულო სტუმარია. ლანჩხუთელთა სიძეცაა […]

კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი და გოგლიჩიძე _ „გურია თუდეის“ ჟურნალისტის რჩეულები „სარბიელის“ ტრადიციულ გამოკითხვაში

გაზეთმა „სარბიელმა“ ტრადიციული, ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტიანი გამოკითხვა ჩაატარა და გასული საფეხბურთო სეზონის საუკეთესოები დაასახელა. ტრადიციულად, სპორტის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებმა სამ-სამი რჩეული და ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი დაასახელეს. პირველ ადგილზე ფრანგული პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გავიდა, მეორეზე _ საფრანგეთში დაბადებული და ახლა ესპანურ „ვილიარელში“ მოთამაშე „მიყვარს, მიყვარს ბომბარდირი“ გიორგი მიქაუტაძე, ხოლო მესამე ადგილი წინა […]

„შე კაცო, 17 წლის ღლაპს 11 კაცში გაყენებდი და 300-კაციან ქორწილში ჩემთვის ადგილი როგორ ვერ გამონახეო…“ _ ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის „აგიჟებდა“ ლანჩხუთელ გულშემატკივარს

რამდენიმე წლის წინ, როცა ლანჩხუთში, „გურიასა“ და კიევის „დინამოს“ ვეტერანების შეხვედრა გაიმართა, ოთარ კორღალიძის მოპატიჟება დაავიწყდათ. ძალიან აღშფოთდა და გასაგებიც იყო _ იმდენად „შინაურად“ გრძნობს თავს, ვერც წარმოედგინა, რომ ფეხბურთელი, რომელიც 17-18 წლის ასაკშიც აჯადოებდა ადგილობრივ გულშემატკივარს და 36 წლისაც ანცვიფრებდა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობითა თუ უპირობო ლიდერობით, იუველირული საგოლე პასებითა თუ ულამაზესი გოლებით, ოდესმე ამ […]

ლევან ჩხაიძე: „მჯერა, ეს ხალხი „გურიას“ ქართულ ფეხბურთში თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნებს. ჩემი ოცნებაა, ეს გუნდი დიდ ასპარეზზე ვიხილო და ამ საქმეში წვლილი ოდესმე მეც შევიტანო“

„მინდა, „გურიას“ ლიგა 3-ში გადასვლა მივულოცო. ჩემი რაიონია, ლანჩხუთელების წარმატება მიხარია და მამაჩემიდან გამომდინარე, ბავშვობიდან მას ვგულშემტკივრობდი. ამიტომ, წარმატებას ვუსურვებ. მიხარია, გუნდს რეალური პატრონი რომ გამოუჩნდა და მერაბ ჟორდანია და მისი გუნდი ჩაუდგა სათავეში. დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი “გურიას” ქართულ ფეხბურთში თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნებს. ჩემი ოცნებაა, ეს გუნდი დიდ ასპარეზზე ვიხილო და ამ საქმეში […]

22 წლის ასაკში დაინიშნა „გურიას“ მთავარ მწვრთნელად და გუნდში ზედიზედ 22 წელი იმუშავა… რითი გადაიბირა ევგრაფ შევარდნაძემ და როგორ „იტაცებდა“ ფეხბურთელებს შალვა კაკაბაძე?

„გურიას“ ლეგენდარული მწვრთნელი შალვა კაკაბაძე 1936 წლის 17 დეკემბერს ხონში დაიბადა, შემდეგ კი სწავლა განაგრძო სახელგანთქმულ 35-ე საფეხბურთის სკოლაში. 1953 წელს ამ სკოლის გუნდმა საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ პირველობაზე ჩემპიონობა მოიპოვა: შალვა კაკაბაძე გუნდის კაპიტანი იყო, მის გვერდით კი თამაშობდნენ მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, თენგიზ მელაშვილი და სხვები. 1957 წელს […]