„როგორ ლამაზად გამოიყურება ქალაქი“ და „ლანჩხუთი მარტო ცენტრი არ არის…“ _ კუპრეიშვილის ქუჩის მოსახლეობის მოთხოვნა 10 წლის შემდეგაც იგივეა: „მოგვხედეთ, სანამ გვიან არ არის!“

„ეს კომუნისტური ტრადიცია უნდა დასრულდეს, როცა ჩინოვნიკები ათვალიერებენ მშენებარე ან დასრულებულ სამუშაოს, უნდა მოინახულონ დანგრეული გზები და ინფრასტრუქტურა“ „მოეწყობა ავტომანქანების პარკირების ადგილები და განთავსდება ავტობუსის გაჩერება. ყველაფერი გაკეთდება მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისა და ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოწესრიგებისთვის”, _ ეს განცხადება ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა რამდენიმე დღის წინ ქალაქის ცენტრში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულებისას გააკეთა […]
ლანჩხუთის სოფლებში ღრმაღელესა და ნიგვზიანში საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულდა. როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი?

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღრმაღელესა და ნიგვზიანში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულდა. პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორმა ბექა ურუშაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა, მარინა კეიდიამ დაათვალიერეს. […]
„ერთხელ სიმულაციურ თამაში გავაკეთეთ არჩევნებზე, კანდიდატი ვიყავი და წავაგე, რადგან მოსწავლეებმა მითხრეს, კი ხარ ჩვენი მასწავლებელი, მაგრამ სხვისი პროგრამა უფრო მოგვეწონაო“ _ ლადო აფხაზავა საგან „მოქალაქეობის“ შესაძლო გაუქმებაზე

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა გაზეთ „ბათუმელებთან“ საუბრობს თემაზე _ რა ბედი ელის სასკოლო საგანს, „მოქალაქეობას“, რომელსაც იგი ასწავლის და რატომ გაუჩნდათ განათლების სპეციალისტებს განცდა, რომ შესაძლოა „ოცნების“ ხელისუფლებამ ეს საგანი საერთოდ ამოიღოს საათობრივი ბადიდან? გამოცემამ მას ჰკითხა, ხომ არ აქვს მოლოდინი, რომ „მოქალაქობა“ არაფორმალურ განათლებაში შეიძლება გადაიტანონ და ასე შეეცადონ საათობრივი […]
„არ გამაღვიძოთ ამ კოშმარული სიზმრიდან… ძმა რომ მყოლოდა, შენზე მეტად, უბრალოდ, ვერ მეყვარებოდა… კიდევ ერთი წესიერი, უბოროტო, საუკეთესო ბიჭი დააკლდა ლანჩხუთს“

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „რა სასტიკი ხარ, სიკვდილო… კიდევ ერთი წესიერი, უბოროტო, საუკეთესო ახალგაზრდა ბიჭი _ ბაჩო ხვედელიძე დააკლდა ლანჩხუთს… უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, ძალიან მეწყინა… ვუსამძიმრებ ბაჩოს ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“ _ წერს ნინია სოციალურ ქსელში. ჩვენი ინფორმაციით, 35 წლის ბაჩო ხვედელიძე ნიგოითელი გახლდათ და საფრანგეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა […]
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ (R)

2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის, ანდრეა ბოჩელის საკონცერტო გამოსვლა ამშვენებდა. მაესტრომ […]
„ცხოვრებას ახლა იწყებდა, აწყობდა გეგმებს და ემზადებოდა ოჯახის შესაქმნელად, მაგრამ…“ – ჭანჭათის საჯარო სკოლა თორნიკე ტარიელაძეს ემშვიდობება

ჭანჭათის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს ამავე სკოლის კურსდასმთავრებულის, თორნიკე ტარიელაძის გარდაცვალების გამო. „ჭანჭათის საჯარო სკოლა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული – თორნიკე ტარიელაძე. თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ, მათ მრავალი მოგონება აქვთ თორნიკესთან დაკავშირებით. ის იყო ძალიან გულთბილი, მუდამ მომღიმარი, დაუზარელი, შრომისმოყვარე. თორნიკე დიდი სიყვარულით სარგებლობდა თანაკლასელებში, მასწავლებლებსა თუ სოფელში, […]
„შვილი ავტოვარიაში დაიღუპა, მამას რომ უთხრეს ეს ამბავი, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ – ტრაგედია გურიაში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ტრაგედია დატრიალდა _ დაღუპულია მამა-შვილი. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს. „ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რომლის დროსაც შვილი დაიღუპა. თვითმხილველის თქმით, რომელიც უკან მოძრაობდა, მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მიდიოდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ _ […]
„ის შვილიშვილს ახლდა… სტენტირება ახალი გაკეთებული ჰქონდა, სავარაუდოდ, გულმა ვერ გაუძლო“ _ გურიაში სამართალდამცველი ე.წ. „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილეობდა?

გურიაში ადამიანთა ჯგუფებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ინფორმაცია ექსკლუზიურად „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ყოველივეს წინ, ოზურგეთში, მდინარე ბჟუჟთან ე.წ. „ქურდული გარჩევა“ უძღვოდა, რომელშიც პოლიციის წარმომადგენელიც (!) მონაწილეობდა. ეს დეტალები შსს-მ უარყო, თუმცა კონფლიქტი დაადასტურა. აი, რას მოუყვა ambebi.ge-ს ადგილობრივი: „როგორც მე ვიცი, ინციდენტს წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი, რომელიც რამდენიმე დღით […]
„შენნაირი ბიჭის დაბადებაა სწორედ საზეიმო, დედამ ცოტა ხნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას…” _ ჯამბულათ ხოფერია 29 წლის გახდებოდა

ლანჩხუთელი ჯამბულათ ხოფერიას, რომელიც რუსებთან ბრძოლას შეეწირა, დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს და _ თინი ხოფერია, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „მე არ ვიცნობ ადამიანს, რომლის დაბადებაც შენს დაბადებაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ძმაო. შენნაირი ბიჭის დაბდებაა სწორედ საზეიმო, დედამ ცოტა ხნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას… ასე რომ, მაგარი ბიჭის დღეა დღეს. მარადიული სიცოცხლეც შეძელი, როგორც ამ […]
„ვაი, რა ბოძი წამექცა, ქვეყანა თავზე დამექცა, ანგელოზებთან დაფრინავს, ცოლი ზეცაში გამექცა“ _ რას წერდა ლანჩხუთის კოლორიტი რევაზ იმნაძე ძვირფას მეუღლეზე

დღეს ლანჩხუთმა უკანასკნელ გზაზე გააცილა კოლორიტი რევაზ იმნაძე. კაცი, რომელიც ამშვენებდა ქალაქს… შეუძლებელია, მას ვინმე ნაწყენი ჰყოლოდა. ყველას ეფერებოდა, ტკბილი, გემრიელი კაცი იყო… ასევე ცნობილი მეუღლე ჰყავდა _ ამალია ხუხუა მარტო კარგი ექიმი არ იყო, გულშემჭირნე, რომანტიკული, ადამიანების, ქვეყნის, ჩვენი პატარა რაიონის ძალიან მოყვარული, მოკეთე, თანამდგომი, თანამოაზრე გახლდათ… იგი ნამდვილად იყო მოღვაწე, ამ სიტყვის საუკეთესო […]