ლანჩხუთს პაატა იმნაძე სტუმრობდა, ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სკრინინგი ჩაუტარდა

დღეს ლანჩხუთში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდა. „დღეს, ლანჩხუთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში, ბენეფიციარებისთვის უფასო სკრინინგი ჩატარდა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასო კვლევებით ესარგებლათ შემდეგ მიმართულებებზე: ძუძუს კიბოს სკრინინგი, მამოგრაფია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ კვლევა, პაპ-ტესტირება, პროსტატის კიბოს სკრინინგი და სხვა. აქცია დაავადებათა კონტროლისა და […]
ლანჩხუთელ მოზარდს, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა _ როგორია მე-4 კლასელი ბიჭის მდგომარეობა?

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში დასრულდა გურული მოზარდის ოპერაცია, რომელსაც დღეს, ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მატარებელი დაეჯახა. წაიკითხეთ: „რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა… გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო“ _ ლანჩხუთში მე-4 კლასელს მატარებელი დაეჯახა პატარა ანდრიამ დაზიანება თავის არეში მიიღო, იგი ჯერ ლანჩხუთის „მედალფაში“ გადაიყვანეს, შემდეგ კი, ქუთაისში მდებარე მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მე-4 კლასელი […]
„რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა… გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო“ _ ლანჩხუთში მე-4 კლასელს მატარებელი დაეჯახა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. „რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა“ _ ინფორმაციას „გურია ნიუსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ცნობითაც, დაშავებული ბავშვი ჯერ ლანჩხუთის ,,მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი _ ქუთაისში. ,,ცოტა ხნის წინ, შეიყვანეს ქუთაისის საავადმყოფოში, ადგილობრივი ბავშვია, სოფელ ხაჯალიის მაცხოვრებელი. თავზე ჰქონდა […]
„[სავარაუდოდ] სია არსებობდა და კიდევ რამდენიმე პირი უნდა მოეკლაო…“ _ გურიაში მომხდარი საზარელი დანაშაულის გამო, ადგილობრივები შეშინებულები არიან

გურიაში 25 მარტს მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის გ. ჩ.-ს ოზურგეთის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას გამოძიება მეზობლის განზრახ მკვლელობას ედავება. „ტვ-პირველის“ ცნობით, მოკლული კაცის ნათესავები ამბობენ, რომ არსებობდა სია, სადაც ახალგაზრდა კაცს სავარაუდო მსხვერპლები ჰყავდა ჩამოწერილი, რომლებიც სავარაუდოდ 23 წლის ბიჭს უნდა მოეკლა. „სოფელ კონჭკათში ხალხი შეშინებულია – ამბობენ, რომ ღამით სახლიდან […]
„სკოლასთან 60 წელი მაკავშირებს, 10 წელი ვსწავლობდი და 50 წელი კიდევ მე ვასწავლიდი…“ _ გურიის კოლორიტსა და ღვაწმოსილ პედაგოგს, ვენერა გოლიაძეს 100 წელი შეუსრულდა

გურიის კოლორიტს, ღვაწლმოსილ პედაგოგს, ვენერა გოლიაძეს 100 წელი შეუსრულდა. დამსახურებული მასწავლებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში 50 წლის განმავლობაში ასწავლიდა ისტორიას. მის შესახებ „გურია ნიუსი“ წერს და საზეიმო ღონისძიებიდან ვიდეოს აქვეყნებს. „შემოქმედის სკოლასთან 60 წელი მაკავშირებს. 10 წელი ვსწავლობდი იქ და 50 წელი კიდევ მე ვასწავლიდი ბავშვებს. მე კარგად მახსოვს მოსწავლეობის და სტუდენტობის დროინდელი […]
გურიაში მომხდარი მკვლელობა, შესაძლოა, კომპიუტერულ თამაშს უკავშირდებოდეს _ რა მოხდა ერთ-ერთ სოფელში და რას ამბობს ბრალდებულის მამა?

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. გამოძიების ცნობით, 23 წლის ახალგაზრდამ მეზობელს სასიკვდილო დაზიანებები დანით მიაყენა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებული ტყეში გაიქცა და ვენები გადაიჭრა. სამართალდამცველებმა იგი, ცხელ კვალზე, თვითდაზიანებებით დააკავეს. „ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად […]
„მე ვნახე, როგორ ემშვიდობებოდა ორი ანგელოზი… უცოდველ ცრემლებს პაწია ნიკაპებზე უსკვნიდნენ გზას და ვერახსნილ და ვერგაგებულ ტკივილს სტიროდნენ…“

ლანჩხუთელმა პოეტმა, ნანა ნანო შაინიძემ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ დის შვილიშვილს, 5 წლის ნიაკო დარჩიძეს ლექსი მიუძღვნა. „ოთხი დღე გედექი საპატიო ყარაულში, ჩემო ნიაკო, ჩემო პატარა ანგელოზო… ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მოდიოდა ზღვა ხალხი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ანგელოზის სანახავად, უკანასკნელ გზაზე რომ გაეცილებინე… და მე ვნახე – როგორ ემშვიდობებოდა ორი ანგელოზი (ნიას და-ძმა _ ემილი […]
„ყველაზე მძიმე ორშაბათი – ნიაკოს გარეშე… მაგრამ მუდამ ჩვენს გულებში“ _ გურიაში ტრაგედია დატრიალდა: უბედური შემთხვევის შედეგად, 5 წლის გოგონა გარდაიცვალა

„ყველაზე მძიმე ორშაბათი – ნიაკოს გარეშე… მაგრამ მუდამ ჩვენს გულებში“ _ასეთი წარწერა აქვს გაკეთებული ლაითურის #2 საბავშვო ბაღის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ამავე ბაღის შესასვლელ ჭიშკარზე სიმბოლურად სათამაშოებია ჩამოკიდული. „მთელი კოლექტივი სიტყვებს ვერ ვპოულობთ ამ აუტანელი ტკივილის გამოსახატად… ნიაკოს ნათელი ღიმილი, მისი ცელქი გამოხედვა და უსაზღვრო სითბოს გამოხატვა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და […]
„ჩაგიხუტებს შენი 33 წლის უნახავი შვილი…“ _ 1993 წელს დახვრეტილი ლანჩხუთელი ჟურნალისტის, დავით ბოლქვაძის დედა გარდაიცვალა

„წავიდა დათოსთან ჩემი სულგამწარებული დედა“ _ დაწერა 20 მარტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა და პროდიუსერმა თამარ ბოლქვაძემ, 1993 წელს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას დახვრეტილი დავით ბოლქვაძის დამ. წინადღეს, 19 მარტს დათოს 57 წელი შეუსრულდებოდა. „გინდობდა სიკვდილი, კრძალვით გექცეოდა, რამდენჯერმე თვალიც კი აგარიდა, არ წაგიყვანა… ჩემო უძლიერესო, აუტანელის ამტანო, ყველაზე მზრუნველო, სულში სამყაროს ჩამტევო, სიკეთის და სიყვარულის მთესველო, […]
სხვანაირი დილა მოდის… თბილი, მაგრამ ცივი, ტკივილიანი… ერი და ბერი ერთად _ ამაზე დიდი და საოცარი სანახავი არაფერია. 04:08-ს აჩვენებს საათი…

04:08-ს აჩვენებს საათი. დილისკენ მიდის დრო. მალე ცისკარი აღმოსავლეთს ვარდისა ფერად შეღებავს… ალაგ-ალაგ წვიმს, მარტის თვეა, მისთვის დამახასიათები სუსხიც ახლავს არე-მარეს… ცივა? არა. სხვანაირი დილა მოდის… თბილი, მაგრამ ცივი, ტკივილიანი… ერი და ბერი ერთად. ამაზე დიდი და საოცარი სანახავი არაფერია. 04:08-ს აჩვენებს საათი… კარები იღება. ცოტა ხნით მიხურული და ისევ ხალხისთვის ღიად-ქმნილი. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს ათასობით, […]