„არც ფოთში გვეშლება ხელი გურულებს მეგრელ ძმებთან ერთად…“ _ როგორ აღმოჩნდა სამეგრელო-ზემო სვანეთის შემადგენლობაში მყოფი საპორტო ქალაქი გურიის „საზღვრებში“?

საქართველოს ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოში, 143-ე გვერდზე გამოქვეყნებულ ეთნოგრაფიულ რუკაზე, ფოთი გურიის საზღვრებშია მითითებული. ამას ყურადღებას არ მივაქცევდით, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ აქამდე არაერთხელ გაჟღერდა გურიის პრეტენზია საპორტო ქალაქის კუთვნილებაზე. ამასთან, წიგნში ფოთის გურიის ეთნოგრაფიულ კუთხედ წარმოჩენამ ბევრი გაანაწყენა. ამ თემაზე „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე მწვავე პოლემიკაც გაიმართა, თუმცა ზღვარს არ გასცდენია. ლაშა ზარგინავა […]

კახა ასკურავა: „ოპოზიციის გაერთიანება რეგიონებშიც მოხდება. არ მინდა მოვლენებს დავასწრო“ _ ნეტა, შენ თუ გჯერა შენი ნათქვამიო და ცალ-ცალკე ხო გლეჯდით ყველაფერსო…

„ამ ერთობით, პირველ რიგში, ვუპასუხეთ საპროტესტო ელექტორატის უდიდესი უმრავლესობის დაკვეთას. დიდი ხანია, ისინი ამას არა მხოლოდ მოითხოვდნენ, არამედ გარკვეულ ზეწოლასაც ახდენდნენ პროდასავლურ ოპოზიციაზე, რომ შემდგარიყო დიდი გაერთიანება“ _ უთხრა „გურიის მოამბეს“ ოპოზიციის გაერთიანების თემაზე კომენტირებისას ლანჩხუთელმა ოპოზიციონერმა, „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, კახა ასკურავამ. მისი თქმით, მართალია ამ ეტაპისთვის ყველა პროდასავლური ოპოზიციის ერთობა ვერ მოხდა, მაგრამ ეს იმას […]

ფერების თერაპია და ქალის სიძლიერე… _ გზავნილი ლანჩხუთელი ემიგრანტი მხატვრის ტილოებიდან და ნანატრი გამოფენა ფლორენციაში: ფერებით წერა მისი სტიქიაა!

[ქართველი ტალანტები მსოფლიოში] ირმა ცინცაძე გურიიდან, კერძოდ კი, ლანჩხუთიდანაა წარმოშობით. ნიჭიერი ქართველი მხატვრის ბავშვობა ბედნიერი და უდარდელი იყო. აღიზარდა კულტურულ და განათლებულ ოჯახში. მზრუნველი მშობლები პირველივე წლებიდან ამჩნევდნენ მის ხატვის განსაკუთრებულ ნიჭს და მტკიცედ სჯეროდათ, რომ მათი შვილი მომავალში მხატვარი გახდებოდა. 11 წლის ასაკში უკვე გამოკვეთილი ნიჭი ჰქონდა. მშობლების მხარდაჭერა, განათლების სიყვარული, მეგობრობისა და ადამიანური […]

„ხოდა, უთხარით თქვენს გურულ უფროსს, ლანჩხუთლები აგიჯანყდებიან-თქო“ _ „მეტრო ჯორჯიამ“ გადაწყვეტილება შეცვალა: ავტობუსები ქალაქის ცენტრში ისევ შემოვლენ

ლანჩხუთის ცენტრში „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსები ისევ შემოვლენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრმა ელისო ჭიჭინაძემ დაწერა. „სასიამოვნო ინფორმაცია ჩვენი ლანჩხუთელებისათვის!! ხვალიდან [25 თებერვლიდან] აღდგება „მეტროს“ ავტობუსების შემოსვლა ლანჩხუთის ცენტრში“ _ დაწერა სოციალურ ქსელში ლესის მაჟორიტარმა დეპუტატმა. რამდენიმე დღის წინ, „მეტრო ჯორჯიას“ ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ლანჩხუთის ცენტრიდან მგზავრთა აყვანისა და ჩამოსმის ლოკაცია ავტობანთან გადაიტანა, რასაც ადგილობრივი  […]

„გია თვალავაძე ერთ-ერთი ყველაზე წესიერი საჯარო მოხელეა, ვისაც კი ოდესმე უმუშავია ამ ქვეყანაში. იგი დააკავეს იმის გამო, რომ დააჯარიმა აფთიაქები, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე „კრიშავდა“

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის, გია თვალავაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ სკანდალური განცხადება „ტვ-პირველის“ ეთერში გააკეთა. „მინდა ვახსენო ერთი პიროვნები, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი საჯარო მოხელეა, ვისაც კი ოდესმე უმუშავია ამ ქვეყანაში. გია თვალავაძე _ თუ გეუბნებათ რამეს ეს სახელი და გვარი. ის იყო [ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების] სააგენტოს უფროსი, რომელიც დააკავეს, რომლის მიმართაც […]

„ფრანგ ექიმებს თხოვდა ძვირადღირებული წამლების გამოწერას და საკუთარი ხარჯებით საქართველოში გზავნიდა… მისი ფრანგი ექთნის შვილი – უგო ნიგოითში ჩამოვიდა და ბაჩო ბოლო გზაზე გააცილა“

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ლელა ჩახვაძე, რომელიც თანამემამულეთა იმედი და ჭირისუფალია საფრანგეთის მიწაზე, „გურია თუდეის“ ემოციურ წერილს უგზავნის. ლელა ჩახვაძე, ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი: _ ჩემთვის ყველაზე მძიმე ღამე გათენდა, აფრინდა „თბილისი-სტამბული-პარიზი”, მე, ჩემი უმცროსი შვილი და შვილიშილები ვტოვებდით ჩვენს სათაყვანებელ სამშოლოს. სევდა, გაურკვევლობის შიში, ბუნდოვანი მომავალი მიფორიაქებდა სულსა და გულს. მივდივარ საფრანგეთის სახელმწიფოსა და […]

გურიაში ტერორისტული აქტი განხორციელდა? „55 წლის მამაკაცი ქელეხიდან გამოვიდა, საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა“

„გურიის მოამბეს“ ცნობით, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად “ჯუმათა”) ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა იგი ქელეხიდან გამოვიდა და მასში ჩაჯდა. გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციურ მართვაზე იყო დამონტაჟებული და აფეთქებაც მართვის პულტის მეშვეობით მოხდა. „ზვიად ჯინჭარაძე ბოლო წლებში ბიზნესით იყო დაკავებული, ახლო საზღვარგარეთიდან საქართველოში სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის ავტომობილებიც შემოჰქონდა და ყიდდა“ _ წერს […]

[სკანდალი] მძიმე პაციენტი ჩოხატაურში გაგზავნეს, როცა ადგილები ლანჩხუთშიც იყო, მაგრამ თურმე ერთი დღე „ემერჯენსი“ არ მუშაობს: „ავადმყოფები არ ჰყავდათ, 4 პალატა ცარიელი იყო“

რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმწვავდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დიაგნოზი – გულის უკმარისობა, პნევმონია. ავადმყოფის მიღებაზე „მედალფას“ კლინიკამ უარი განაცხადა, პაციენტის თქმით, მიზეზი იყო მარტივი – „ადგილები არ გვაქვსო“. ამის შესახებ გაზეთი „ლანჩხუთის მოამბე“ წერს. გამოცემის ცნობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ჩოხატაურში გადაიყვანეს, საკმაოდ დიდი მანძილის დაშორებით […]

ლანჩხუთელმა თამარ ზენაიშვილმა გერმანიაში სამედიცინო სასწავლებელი _ CHARITE-UNIVERSITATSMEDIZIN BERLIN წარმატებით დაამთავრა

ლანჩხუთელ თამარ ზენაიშვილს შარიტეს [ბერლინი, გერმანია] უნივერსიტეტის დიპლომი გადასცეს. Charite-Universitatsmedizin Berlin ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ სამედიცინო სასწავლებლად ითვლება. თამარი ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსამთავრებულია, ასევე სწავლობდა თბილისის ქართულ სასწავლებელში. მისი მშობლები _ ვახტანგ ზენაიშვილი [ლანჩხუთელი პოლიტიკოსი] და ეკა გავაშელაშვილი მიიწვიეს გერმანიაში დიპლომის გადაცემის ცერემონიალზე. თამარ ზენაიშვილი შარიტეს უნივერსიტეტის დიპლომით „გილოცავ Charite-Universitatsmedizin […]

„ჯურუყვეთში ორივე საბავშვო ბაღის შენობა დაანგრიეს, როცა ერთი 2016 წელს აშენდა, მეორეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა… ასევე დაინგრა ჩიბათისა და შრომისუბანში, ნინოშვილში კი მეწყრულ ზონაში აიგო“ _ გოჩა ჯანაშია

ლანჩხუთში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან ბევრი პრობლემაა. ამას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძეც ადასტურებს: „არსებობს გარკვეული გამოწვევები შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით, რაც რიგი სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობას უკავშირდება _ ზოგიერთ შემთხვევაში დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოებაც. ვმუშაობთ, რათა შეჩერებულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები დროულად განახლდეს“. ცოტა ხნის წინ, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, […]