თემურ ჩხაიძის ნაკვალევზე… „გურიის“ ლეგენდარული კაპიტნის საიუბილეო ტურნირი ლანჩხუთელებმა მოიგეს!

დღეს დასრულდა „გურიას“ ლეგენდარული კაპიტნისა და საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული თემურ ჩხაიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში 2011-12 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის. შეჯიბრი გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პატრონაჟით გაიმართა, რომელიც მსგავს ტურნირებს სისტემატურად ატარებს. მას მხარდაჭერას უწევენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ლანჩხუთის მერია. წლევანდელ გათამაშებას სპონსორული დახმარება გაუწია „ტრენაჟორების სახლმა“. […]

გურული ქალები არ(ასდროს) ხუმრობენ: 55 გოლი 7 შეხვედრაში! „ლანჩხუთმა“ ქუთაისში 8:0 მოიგო და პირველ ადგილზე გადავიდა

დღეს, ლანჩხუთის ქალთა გუნდმა მე-7 ტურის შეხვედრა ქუთაისში გამართა და საქართველოს ორგზის ჩემპიონ „მართვეს“ 8:0 მოუგო. მოქმედმა ჩემპიონებმა მასპინძლებს პირველივე ტაიმში მოუთავეს საქმე. ანგარიში მე-12 წუთზე ეთერ სულაშვილმა გახსნა, რასაც ლელა ჭიჭინაძის დუბლი (20′, 39′), ხოლო გოლებს შორის ანასტასია ბოლვაძისა (26′) და ტატიანა მატვეევას (34) თითო კინკილა მოჰყვა. მეორე ნახევარში სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს _ […]

10:0 _ „გურიას“ ბოლო ორი მატჩის მონაგარი: ზედიზედ მეორე მოგება, ორივე დიდი ანგარიშით და გოლგაუშვებლად…

დღეს, „გურიამ“ ახალსოფელში „მაჭახელა“ 6:0 დაამარცხა. ანგარიში 21-ე წუთზე თემურ შარაშენიძემ გახსნა, პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა ვანო წილოსანმა _ ეს ლანჩხუთელთა შემტევის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გატანილი წყვილი გოლია. თუ წინა შეხვედრაში მას ამისთვის 20 წუთი დასჭირდა, ახლა ორი გოლის გასატანად 12-იც ეყო: „გურიას“ მთავარმეგოლემ 30-ე და 42-ე წუთებზე პენალტები გამოიყენა. ლანჩხუთელებმა მეორე ნახევარშიც სამი გოლი […]

თათია გაბუნიამ გურულებს ქულა გადაურჩინა… ფავორიტების ჯახმა კითხვას პასუხი ვერ გასცა, თბილისელებს ლანჩხუთში თურქები ქომაგობდნენ

ლანჩხუთის „ევგრაფ შევარდნაძემ“ არამხოლოდ ტურის მთავარ შეხვედრას უმასპინძლა. თითქოს ფავორიტების წელს გასამართი 4 შეხვედრიდან პირველს გარკვეულ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა, მაგრამ პირიქით მოხდა _ მათ ბოლო დაპირისპირებამდე არაფერი იქნება გარკვეული. სხვა გუნდები მათ დავაში, უბრალოდ, ვერ ჩაერთვებიან და სავარაუდოდ, მხოლოდ ერთმანეთს თუ დააკარგაგვინებენ ქულებს „ლანჩხუთი“ და „ნიკე-ლუსო“. სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ ლანჩხუთური შეხვედრა დაძაბული […]

ანრის და ვანოს დუბლებით… „გურიამ“ „ზესტაფონს“ 4:0 მოუგო _ თასის მფლობელების პირველი შეხვედრა მეოთხე ლიგაში

დიახ, საქართველოს ორი ტიტულოვანი კლუბის საქმე ისე წავიდა, რომ მეოთხე ლიგაში გადაეყარნენ ერთმანეთს. წინა ტურში პირველად მოიგეს იმერლებმა _ შინ „მაჭახელასთან“, რომელსაც შემდეგ ტურში ეთამაშება „გურია“, რომელსაც ამ მატჩამდე ოდენ პირველ ტურში აღებული ქულა ჰქონდა. მატჩის ინტრიგა ანრი ზაქარაშვილმა საწყის 14 წუთში მოკლა _ ამ დროში, „გურიას“ ახალწვეულს ორი გოლი უკვე გატანილი ჰქონდა, 4-წუთიანი ინტერვალით. […]

ტიტუუ, ქალებო, აი რაია… ციცებმა თბილისელი „ბაღნები“ გაა-20-ეს! გოლების წვიმა გვიმბალაურში და გურულების რეკორდი მთავარი მატჩის წინ

დღეს ლანჩხუთის ქალთა გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო 20:0! სათაურში „ბაღნები“ გურულად ვიხუმრეთ, თბილისელთა სახელში „ნორჩის“ არსებობის გამო, პრინციპში, მოქმედ ჩემპიონებთან ბავშვებივითაც კი გამოიყურებოდნენ, მაგრამ „ნორჩი დინამო“, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი გუნდია და 2017 წლიდან, მთავარ ლიგაში ასპარეზობს. საქართველოს 4-გზის ჩემპიონს დიდი, მათ შორის არასაფეხბურთო ანგარიშით ბევრჯერ მოუგია, მაგრამ ერთ შეხვედრაში ორი ათეული გოლი […]

ლანჩხუთში ნოე ჟორდანიას სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელშიც 270-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს

დღეს, ლანჩხუთში სტარტი აიღო საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირმა, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კალენდარშია გათვალისწინებული. მასში 270-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს საუკეთესო რეიტინგის მქონე მოჭადრაკეების გარდა ლანჩხუთში, ტრადიციულად, იმყოფებიან სპორსტმენები უცხოეთიდან. შეჯიბრში 270-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს ფულად ჯილდოებს ყველა ასაკობრივი ჯგუფის პრიზიორები და უფროს ასაკში გამარჯვებულები მიიღებენ და ამას შეჯიბრის ორგანიზატორი ლანჩხუთის […]

ლანჩხუთის „გურიამ“ ახალი სეზონის პირველი შეხვედრა ფოთის „კოლხეთი-1913“-ის ფარმ-კლუბთან ფრედ, 0:0 დაასრულა

დღეს, „გურიამ“ ძველ-ახალი მწვრთნელის, თემურ ლორიას თავკაცობით ახალი სეზონის პირველი შეხვედრა გამართა და ფოთის „კოლხეთის“ მეორე გუნდს უგულო ფრე ეთამაშა. ლანჩხუთის კლუბი რამდენიმე დღის შეკრებილია და მწვრთნელები იძულებული არიან, საწყისი მატჩები მოსამზადებლადაც გამოიყენონ. მორიგ შეხვედრას გუნდი 9 აპრილს ხაშურში, იქაურ „ივერიასთან“ გამართავს. მატჩი საღამოს 8 საათზე დაიწყება და ხელოვნური განათების ქვეშ ჩატარდება. 2 აპრილი 2025 […]

ლანჩხუთში აფხაზეთში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ჩატარდა

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის დარბაზში „ფალავანი“ ჩატარდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას ხსოვნისადი, მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ლანჩხუთის სპორტული ცენტრის და ვეტერანთა კავშირის ერთიანი ძალისხმევით შეჯიბრში მონაწილეობდნენ ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მოჭიდავეთა გუნდები. ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვნდენ თასებით, მედლებით და დიპლომებით.

„ლანჩხუთმა“ „ბათუმი“ ისევ დიდი ანგარიშით დაამარცხა და ლიგაში ერთადერთია, რომელმაც ყველა შეხვედრა 3 და მეტი ბურთით მოიგო

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიმარჯვა. ამჯერად გურულებმა აჭარის წარმომადგენელი „ბათუმი“ დაამარცხეს 3:0. ეთერ სულაშვილმა დუბლი მიითვალა _ მე-3 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 70-ეზე საბოლოო შედეგი დააფიქსირა. „ლანჩხუთის“ ლიდერმა ამ სეზონში უკვე 6 გოლი გაიტანა (4 შეხვედრაში, ანუ საშუალოდ მატჩში 1,5(!) გოლი გაქვს). სადებიუტო გაიტანა გუნდის ახალწვეულმა, ანანო წიქარიძემ _ მან „ბათუმს“ გოლი, 45-ე […]